თევზეული სკუმბრია – 3 უგემრიელესი რეცეპტი 2019, 21 მარტი, 10:18
I. სკუმბრია პომიდვრის სოუსითინგრედიენტები: სკუმბრია – 2 ცალი ნიორი – 2 კბილი ბულგარული წიწაკა – 1 ცალი პომიდორი – 5 ცალი (ან ტომატი – 200 მლ. + წყალი 200 მლ.) ზეთი – 2 ს. კ. რბილი ყველი – 4 ნაჭერი ფქვილი – 0, 5 ჭ. მარილი, პილპილი – გემოვნებით ოხრახუში – 6 ძირი ზეთი – შესაწვავად მომზადება: 1. გაასუფღავეთ სკუმბრია: მოაცილეთ თავი, ფარფლები, კუდი, შიგნეულობა და გარეცხეთ > ააჭერით ფილე. 2. ერთმანეთს შეურიეთ მარილი და პილპილი > წაუსვით თევზს > ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთში. 3. დაჭერით ნიორი წვრილად, ბულგარული წიწაკა კუბიკებად > მოთუშეთ 2 ს. კ. ზეთში > დაამატეთ ქერქგაცლილი და დაჭრილი პომიდორი ან წყლით გაზავებული ტომატი > როდესაც წამოდუღდება, დაამატეთ დაჭრილი მწვანილი. 4. ჩააწყეთ ტაფაში თევზი > ზემოდან დაალაგეთ ყველის თხელი ნაჭერი > დაახურეთ სახურავი ჰერმეტულად > გადმოდგით ცეცხლიდან. 5. კერძი მზად, ყველის გადნობის შემდეგ იქნება.II. ღუმელში გამომცხვარი სკუმბრიაინგრედიენტები: სკუმბრია – 2 ცალი დაფქული პაპრიკა (ტკბილი) – 1 ჩ. კ. ხმელი ნიორი – 2 ჩ. კ. მარილი – გემოვნებით ხმელი კამა – 1 ჩ. კ. ზეითუნის ზეთი – 3 ს. კ. მომზადება: 1. გაასუფღავეთ სკუმბრია: მოაცილეთ თავი, ფარფლები, კუდი, შიგნეულობა და გარეცხეთ > ააჭერით ფილე. 2. მოაყარეთ მარილი ორივე მხარეს3. მარინადის მოსამზადებლად, ერთმანეთს შეურიეთ სანელებლები და ზეთი > მიღებული ნაზავი წაუსვით ფილეს ორივე გვერდიდან და მოათავსეთ საცხობ ფორმაში, კანით ზევით > გააჩერეთ 1 საათი ოთახის ტემპერატურაზე. 4. გამოაცხვეთ 200 °C-ზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 20 წთ. 5. გარნირი, სურვილის მიხედვით: შეიძლება იყოს მდნარი ყველი, შემწვარი კარტოფილი ან სოკოს კერძი, ბოსტნეულის სალათი ლიმონის წვენით... III. სკუმბრია ხახვის მარინადითინგრედიენტები: სკუმბრია – 2 ცალი თევზის სანელებლები – 1 ს. კ. მარილი – 1 ს. კ. შაქარი – 1 ჩ. კ. ზეთი – შესაწვავად, იმდენი რომ ტაფის ძირი დაიფაროს პურის და სიმინდის ფქვილი – პროპორციით 1:1, ამოსავლებად მარინადისთვის: ხახვი – 2 ცალი ლიმონი – 1 პატარა ან ნახევარი დიდი დაფქყლი შავი პილპილი – 1 ს. კ. მარილი – 1 ჩ. კ. შაქარი – 1 ჩ. კ. ზეითუნის ზეთი – 2 ს. კ. მომზადება: 1. გაასუფღავეთ სკუმბრია: მოაცილეთ თავი, ფარფლები, კუდი, შიგნეულობა და გარეცხეთ > ააჭერით ფილე. 2. შეურიეთ ერთმანეთს თევზის სანელებლები, მარილი და შაქარი > მიღებული მარინადი მოაყარეთ ფილეს ორივე გვერდიდან. 3. შეურიეთ ერთმანეთს ფქვილის 2 სახეობა და ამოავლეთ თევზის ფილე.4. ზეთი ჩაასხით ტაფაში და კარგად რომ გაცხელდება, ჩააწყეთ ფილე კანით ზევით > შეწვით თავსახურის გარეშე > როდესაც გადააბრუნებთ, სახურავი დაახურეთ და ისე გააგრძელეთ შეწვა. 5. ვიდრე თევზი იწვება, მოამზადეთ მარინადი: შეურიეთ ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები > დაამატეთ ლიმონის წვენი და ზეთი > კარგად შეურიეთ ერთმანეთს > დაჭერით ხახვი რგოლებად > დაამატეთ უკვე გამზადებული სანელებლების ნაზავი. 6. მოათავსეთ შემწვარი თევზი დიდ საინზე, კანით ქვევით და თანაბრად გაანაწილეთ მარინადი ზემოდან. 7. სუფრაზე მიტანამდე, გააჩერეთ 30 წთ. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:1100 3-ს მოსწონს
|