კერძები ბოსტნეულისაგან კარტოფილი იდეალურად რომ შეიწვას... 2017, 25 მაისი, 9:57 როგორ შეიძლება გემრიელ და კარგად დაბრაწულ კარტოფილზე უარის თქმა?! ის ყველას უყვარს, იმათაც კი, ვინც შემწვარ კარტოფილს ძალიან ცხიმიანად და ზიანის მომტანად თვლიან. მაგრამ, ყველამ არ იცის კარტოფილის კარგად შეწვა — ის ხან იშლება და ფაფად იქცევა, ხან მეტისმეტად იწვება და ტაფას ეკვრს… აქ მოცემულია 7 წესი (რეცეპტი) უგემრიელესი შემწვარი კარტოფილის მოსამზადებლას: წესი №1 კარტოფილი გარეცხვის და დაჭრის შემდეგ, ცივ წყალში ჩალბეთ, რომ წყალმა ბოსტნეულიდან სახამებელი გამოიტანოს. წყალი აუცილებლად ცივი უნდა იყოს. თუ თბილი იქნება, ან ოთახის ტემპერატურის, სახამებელი კარტოფილში დარჩება და ის კი არ შეიწვება მოიხარშება. რაც უფრო ახალია კარტოფილი, მით უფრო დიდი ხნით უნდა ჩალბობა. საშუალოდ, ეს დრო, 30 წუთიდან – 1 საათამდე არის. წესი №2
წესი №3 ტაფა აუცილებლად ცხელი, ხოლო ზეთი მდუღარე უნდა იყოს. გემრიელი კარტოფილის მოსამზადებლად, ზეთზე ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება. ზეთი რაც უფრო მეტი იქნება, მით უკეთესი. წესი №4
კარტოფილის შეწვის შემდეგ, თუშფალანგზე გადმოიღეთ რომ ზეთი ჩამოიწკრიტოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაამატეთ მარილი და სანელებლები. წესი №5
წესი №6
წესი №7 თუ გინდათ, რომ შემწვარ კარტოფილს პიკანტური არომატი და გემო ჰქონდეს, ცხელ ზეთში, ვიდრე კარტოფილს ჩაყრით, რამდენიმე კბილი ნიორი შეწვით. როდესაც ნიორი შეწითლდება, ამოიღეთ და კარტოფილი ჩაყარეთ ზეთში.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: თევზის შეწვა ფხების გარეშე. პატარა საიდუმლო!თევზის შეწვა ფხების გარეშე. პატარა საიდუმლო! 6 პროდუქტი, რომლის მეორედ გაცხელება არ შეიძლება ხრიკები, რომლებსაც შეფ-მზარეულები სამზარეულოში იყენებენ პროფესიონალი მზარეულების კულინარიული საიდუმლოებები 2004 8-ს მოსწონს
|