x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ხრიკები, რომლებსაც შეფ-მზარეულები სამზარეულოში იყენებენ

ყველას, ვისაც სამზარეულოში ტრიალი უყვარს, ბევრი პატარ-პატარა საიდუმლო აქვს, რომელსაც უბრალო კერძი სრულყოფილებამდე მიჰყავს. და რაღა უნდა ვთქვათ პროფესიონალ მზარეულებზე? რომლებსაც ასეთი საიდუმლო, ბევრი კი არა, უამრავი აქვთ, იმაზე მეტი, ვიდრე ხამანცკა არის ზღვაში.

image

აქ მოცემულია, სოციალურ ქსელებში “გამოჟონილი", შეფ-მზარეულების 45 საიდუმლო:

1. თუ გინდათ, რომ ბრინჯი ქათქათა თეთრი იყოს, ხარშვის დროს, ცოტა ძმარი დაამატეთ.
2. იმისთვის, რომ კერძს ნივრის პიკანტური გემო მიანიჭოთ, გაჭერით 1 კბილი ნიორი და თეფშის ზედაპირს წაუსვით, ხოლო შემდეგ, მოათავსეთ სალათი ან გარნირი.
3. განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს ხორცის მარინადს შავი ლუდი ან ღია ფერის ლუდისა და სოიოს სოუსის ნაზავი. ლუდი მარილთან და პილპილთან ერთად, საუკეთესო მარინადია გემრიელი ხორციანი კერძის მოსამზადებლად.

ლუდის დამატება ასევე შეიძლება მოთუშუ ბოსტნეულზე. აღსანიშნავია, რომ ის, განსაკუთრებულ გემოს და არომატს ანიჭებს მოხარშულ კარტოფილსაც.
4. ღვიძლს მარილი ბოლოს უნდა დაამატოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამაგრდება.
5. ღვეზელი ზემოდან რომ არ დაიწვას, ცხობის წინ, სველი საცხობი ქაღალდი დააფარეთ.
6. მოხარშული კვერცხი ლამაზად რომ დაჭრათ, დანის პირი ცივ წყალში დაასველეთ: კვერცხის გული აღარ დაიფხვნება.
7. ხარშვის დროს, ლობიო არ გაშავდება, თუ ქვაბს სახურავს არ დაახურებთ.
8. ფარში უფრო არომატული და გემრიელი იქნება, თუ მას ხახვის ერთ ნაწილს უმი, ხოლო მეორეს – მოთუშული სახით დაამატებთ, და უფრო გემრიელი იქნება, წვრილ სახეხზე, გახეხილი კარტოფილის დამატების შემთხვევაში.
9. მარილის ნაცვლად, დროდადრო, კერძებში ლიმონის წვენი გამოიყენეთ. შედეგად, თქვენ კერძს არ დაამლაშებთ, ხოლო ლიმონი მას ციტრუსი გემოს და დახვეწილ არომატს მიანიჭებს. გარდა ამისა, ეს სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, კერძოდ – წნევის დარეგულირებისთვის.
10. ბადრიჯანს სიმწარე რომ მოაცილოთ, დაჭერით კერძისათვის საჭირო ზომის ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და ცოტა ხანი გააჩერეთ, რომ წვენი გამოუვიდეს. ამის შემდეგ, ცივი წყალი გადაავლეთ და გაწურეთ.
11. ნუშს კანი ადვილად მოსცილდება, თუ წყალში ჩაყრით და 5 წუთი ადუღებთ, ხოლო შემდეგ, ცივ წყალში გააგრილებთ.

12. თუ ყავას ხარშვის დროს, მწიკ მარილს დაამატებთ, ის ბევრად უფრო გემრიელი იქნება!
13. ღუმელში შემწვარ ხორცს, ოქროსფერი ქერქი რომ გადაეკრას, ზემოდან გადაუსვით ბროწეულის წვენი და თაფლი, განზავებული მშრალი ღვინით, კონიაკით ან წყლით.
14. თუ ხორცს დიდი ხნის მანძილზე ხარშავდით, დაჭერით თხელ ფენებად, დააწყეთ თეფშზე, მოაყარეთ დაჭრილი ხახვი და პომიდორი და მოასხით ცოტა ზეთი, ლიმონის წვენი და ძმარი. ხორცი ამის შემდეგ, წვნიანი და უფრო გემრიელი გახდება.
15. საფანელის ნაცვლად, დაფქული ნიგოზი გამოიყენეთ.
16. ახლადმომზადებულ ხორცს მაშინვე ნუ მიიტანთ სუფრაზე. ცოტა თუ გაგრილდება, ის გემოს სრულად გახსნის.
17. ვინეგრეტი უფრო გემრიელი იქნება, თუ 1 სუფრის კოვზ რძეს და 1 ჩაის კოვზ შაქარს დაამატებთ.
18. “ვაშლის შარლოტკაში" ვაშლი ფსკერზე არ დაილექება, თუ ცომში მოთავსების წინ, ფქვილში ამოავლებთ.
19. ვიდრე სუპს ცეცხლიდან გადმოდგავთ, დაამატეთ ცოტა ახლად გამოწურული ბოსტნეულის (კომბოსტო, სტაფილო, პომიდორი) წვენი. ეს გააძლიერებს მის გემოს და გაამდიდრებს კერძს ვიტამინებით.
20. ვანილი — საუკეთესო სანელებელია, რომელიც ბოსტნეულის სალათებს განსაკუთრებულ პიკანტურ არომატს ანიჭებს.

21. ბევრი ხერხი არსებობს, დამლაშებული წვნიანი კერძის გადასარჩენად. კერძოდ, მასში შეიძლება, დოლბანდში გამოკრული ბურღულეულის მოთავსება: ხარშვის დროს, ის ზედმეტ მარილს შეიწოვს.

22. თუ მომენტი გაუშვით, ხორცს ქაფი ვერ მოხადეთ და ის ქვაბის ძირზე დაეშვა, ერთი ჭიქა წყალი დაასხით და ქაფი ისევ ზემოთ ამოვა.
23. ღუმელში ხორცი რომ არ გამოშრეს ან არ დაიწვას, მასთან ერთად, წყალი მოათავსეთ, ცეცხლგამძლე ჭურჭლით.
24. ქათმის ბულიონი გემრიელი რომ იყოს, ხახვის და სტაფილოს გარდა, სხვა სანელებლები არ დაამატოთ, თორემ გემო დაეკარგება.
25. ქათმის ბულიონი გამჭვირვალე რომ იყოს, დუღილის დროს, 1 კუბიკი ყინული ჩაამატეთ
26. დაფნის ფოთოლი, კერძის მომზადების შემდეგ, მაშინვე უნდა ამოიღოთ, რომ მისი გემო არ გააფუჭოს.
27. სტეიკი უფრო გემრიელი რომ იყოს, შეწვის წინ, ძმარი და ზეთი წაუსვით და 1-2 საათი გააჩერეთ.
28. კოტლეტი, შეწვის პირველ წუთზე, მაღალ ცეცხლზე დადგით, რომ თავიდანვე გაუჩნდეს მაგარი ქერქი და წვენმა არ გამოჟონოს შეწვის დროს. ხოლო შემდეგ, ცეცხლს დაუწიეთ, როდესაც გადააბრუნებთ, ისევ მოუმატეთ ცეცხლს 30 წამით.
29. შეწვის დროს, თევზი რომ არ ჩაიშალოს, შეწვამდე ქაღალდის პირსაცოცით კარგად გაამშრალეთ, მარილი წაუსვით და 15 წუთით გააჩერეთ.

30. რაც უფრო წვრილად დაჭრით სოკოს, მით უფრო გემრიელი და არომატული იქნება კერძი.
31. რაც უფრო ძველია კარტოფილი, მით უფრო მეტი წყალი უნდა დაასხათ, მოხარშვის დროს.
32. შეწვის დროს, ცხიმი რომ არ იწუწებოდეს, ვიდრე შეწვას დაიწყებთ, ზეთში ცოტა მარილი მოაფიფქეთ და ამის შემდეგ დაიწყეთ შეწვა.

33. სალათის მომზადების დროს, ზეთი სულ ბოლოს დაამატეთ, რადგან მარილი ზეთში არ იხსნება.
34. შეწვის დროს, კარაქი რომ არ გაშავდეს, ტაფაში კარაქის ჩადებამდე, ცხელ ტაფას ზეთი მოუსვით და მხოლოდ ამის შემდეგ ჩადეთ კარაქის ნაჭერი.
35. საფუარიანი ცომი უფრო მალე გაფუვდება, თუ მასში რამდენიმე მილისებურ მაკარონს ჩაარჭობთ.
36. მაიონეზიან სალათებს და ვინეგრეტს განსაკუთრებული გემო ექნება, თუ სუფრაზე მიტანის წინ, ცოტა ხნით, შიგნით ლიმონის ქერქს მოათავსებთ.
37. სახლის ქათამი უფრო სწრაფად მომზადდება, თუ 30 წთ. ხარშვის შემდეგ, 5 წუთით ცივ წყალში ჩადებთ და შემდეგ ხარშვას გააგრძელებთ.
38. თევზის შეწვის დროს, მძაფრი სუნი თავიდან რომ აიცილოთ, თევზთან ერთად, ტაფაში უმი კარტოფილის რამოდენიმე ნაჭერი მოათავსეთ.
39. მოხარშული მაკარონის ზედაპირი მშრალი და წებოვანი რომ არ იყოს, ქვაბში ცოტა წყალი დატოვეთ, გადაწურვის დროს.
40. მოხარშული კარტოფილიდან ზედმეტი სითხის მოსაშორებლად, წყლის გადაწურვის შემდეგ, ქვაბს სახურავის ნაცვლად, ქაღალდის პირსახოცი დააფარეთ.
41. ხორცის შეწვისას, ტაფაში, 1 სუფრის კოვზი ფქვილი ჩაყარეთ და ხორცს კრატუნა ქერქი გადაეკვრება.
42. თევზის მომზადებისას, ზეთი ტაფას კი არა, თევზს უნდა წაუსვათ.
43. ხახვის მოთუშვის დროს, ცუდი სუნი რომ არ დადგეს, მარილი დაუმატეთ და ნელ ცეცხლზე დადგით.

44. შემწვარი ქათამი უფრო გემრიელი იქნება, თუ მას ბროწეულის სოუსით მოამზადებთ.

45. შემწვარი ხორცი გემრიელი და რბილი რომ იყოს, მომზადებისთანავე, ფოლგაში გაახვიეთ და ასე გააჩერეთ 10 წუთი.

0
4607
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4607
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0