"პროვინციალიზმმა იცის სპეკულირება სხვის უბედურებაზე! უკრაინის დროშის ფერში საყოფაცხოვრებო ნივთების, აქსესუარებისა და ა.შ. მოქცევა - ეს უკრაინელი ხალხის საშინელი ტრაგედიის გაზიარება და ოდნავ მაინც გულთან მიტანაა იმისა, რასაც ეს ხალხი განიცდის?! არა! იქნებ, ნიფხვებიც უკრაინის დროშის ფერებში მოაქციეთ, ჰა?! (პარდონ! ალბათ "ბიკინი" უნდა დამეწერა!) პროვინციალიზმი არ არის დაკავშირებული ადამიანის გეოგრაფიულ წარმომავლობასთან, - იგი აზროვნების პრობლემაა და დამახასიათებელია ყველა ადგილმდებარეობისათვის, დედაქალაქების ჩათვლით, - დედაქალაქებში მით უფრო! განათლებულობის დაბალი ხარისხი უდევს მას საფუძვლად! სხვის ტრაგედიაზე ფულის კეთება - მაგარი ქაჯობა და მაგარი ცოდვაა!"-
წერს სოციალურ ქსელში დემურ გიორხელიძე.