x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ერთი კოვზი მარილი, ერთი კოვზი შაქარი აურიეთ ერთმანეთში და დათესეთ... კარგ მოსავალს მოიმკით" - გია ჯაჯანიძე
image

"არც ერთი კილო შაქარი და მარილი ამ მიყიდია. თქვენი იმედით და ბედის ანაბარა დავრჩი. ამბავი რომ ატყდა შაქარძე და მარილზე, ერთი კი გავიფიქრე მეც ვიყიდო სამ-სამ კილოს, სულ უშაქროდ და უმარილოდ რომ არ ამოვწყდეთქო. მერე ვიფიქრე უთვალავი ნაცნობი მყავს, თან ქართველბის ამბავი რომ ვიცი, თითო-თითო ჭიქას ყველა მომცემს და თავი ამით დავიმშვიდე. ვერაფრით ვერ ვხვდები რა ხდებოდა. ნაწილი შაქრით და მარილით აივსო, ნაწილი, უმარილოდ და უშაქროდ დარჩენილები, მარილიანებს და შაქრიანებს მიწასთან ასწორებდა და ღორებს ეძახდა. იმას ეშინოდა ვინც შაქარს და მარილს ყიდულობდა. ის აგრესიაში ჩავარდა ვინც შაქარი და მარილი, ვერ და არ იყიდა.


ორივე მხარე ქართველები ვართ და ორივე ამ მადლიან მიწაზე ვცხოვრობთ. არაუშავს, მოასწრო და იყიდა, დარწმუნებული ვარ ვისაც არ ექნებოდა გაუნაწილებდა მერე. ჩვენ ხომ კეთილები ვართ როცა გვიჭირს. არდა გვერდში დგომა ლხინშიც გვჭირდება. ვინც ილანძღებოდა ორმაგად ცუდი იყო მათთვის, შაქარის და მარილის გარეშე დარჩნენა, დამტაცებლების საქციელი, ნერვიულობა და აგრესიაში ჩავარდნა. არადა, ნერვიულობა და აგრესია ჯანმრთელობისთვის ცუდია. შეირგეთ რაც მოგეცათ. შაქრ-მარილოებიც მოვკვდებით, მარილ-შაქრის გამო აგრესიულებიც და უშაქრო-უმარილოდ დარჩენილებიც.


სხვათა შორის, ყველაზე მეტი პური ფუჭდებოდა 90 იან წლწბში, უპურობის დროს. ქარხნებთან ხალხი ათ-ათ და ოც-ოც პურს ყიდულობდა, შიმშილის რომ ეშინოდათ. რიგში ლამის ერთმანეთს “ხოცავდნენ''. ერთხელ სამი პური ვიყიდე და გამლანძღეს ამის გამო იდექი ამხელა რიგშიო? ასეთები ვართ ჩვენ, ზოგი სხვანაირები, ზოგიც კიდე უფრო სხვანაირები, მერე რა მოხდა, ერთი ცის ქვეშ ვდგავართ ერთ მიწაზე. მერე ყველა წავალთ და ასე გაგრძელდება სულ. ნეტა რას დაეძებთ, რას იგლიჯავთ ნერვებს, გეგონება რამეს შეცვლით.



ასე იყო ოდიდგანვე და ასე იქნება მომავალშიც. თავისუფლებაო გაიძახით და თუ ვინმემ თავისი აზრი გამოთქვა, ყელში ეცემიტხოლმე. თუ მაიც და მაინც არ ეთანხმბით, დაწერეთ არგუმენტირებული თქვენი თავისუფალი აზრი, რაღას ლანძღავთ, აგინებთ, წყევლით და აფურთხებთ. თავისი აზრი გამოთქვა თ ა ვ ი ს ი ( ყვირილით და დამარცვლით) რატომ დავწერე ესე იცით? ისეთი შოკით ილანძღებიან ადამიანები შაქარის და მარილის გამო, რატომ დაიტაცეთო, - ასეთი არც შაქარი მინდა არც მარილი და არც არაფერი. ორი სახე გამომჟავდა, შაქრი-მარილიანების და მარილ-შაქრიანების.ნეტა მე რას დავეძებ მარაქაში რომ გავერიე და ვმსჯელობ, ან ეს ვის რათ უნდა.რეცეპტი: ერთი კოვზი მარილი, ერთი კოვზი შაქარი აურიეთ ერთმანეთში და დათესეთ. კარგ მოსავალს მოიმკით. მიყვარხართ მარილიან-შაქრიანებო და უმარილო უშაქროებო", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ჯაჯანიძე.


1
275
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
275
  
კაცი იუმორით შეხვდა ამ ყველაფერს,რაც კარგია. წარმოდგენა არ მაქვს,როგორ ხდება ესეთი ინფორმაციის გავრცელება და მერე ესეთი ტალღის აგორება,მაგრამ პოზიტიურად შევხედოთ ამ ყველაფერს. ამ "არხებით" გავავრცელოთ რაიმე სასარგებლო,იქნებ ივარგოს და წარმატება მოგვიტანოს.

ბევრგან შემხვდა ამ საიტზე,თუ როგორ ლანძღავენ/აკრიტიკებენ ბიზნესებს,საბითუმო და საცალო მოვაჭრეებს სიძვირის გამო. ეს არის უხილავი ხელის პრინციპი,ბაზარი ცდილობს თვითრეგულირებას და ასე მოთხოვნის დაჭერას. როცა მცირე დროში მოთხოვნა იზრდება,ბაზარი ცდილობს ფასის მატებით დაარეგულიროს და დეფიციტი თავიდან აიცილოს,რათა ყველას ქონდეს საშუალება შეიძინოს პროდუქტი,მცირე რაოდენობაც კი. შესაძლოა ვერ ერკვეოდეთ ეკონომიკაში,მაგრამ ლოგიკური აზროვნება ყველას მოეთხოვება. საქართველოში არ გვაქვს მთლად თავისუფალი ბაზარი,ბიზნესები საერთოდ ტყემალზე სხედან და ცეხავიკობით არიან დაკავებულები,თორე დახლი ცარიელი არ იქნებოდა. ბიზნესის პირველი მოვალობა არის მომხარებლის პულსზე ხელის მუდმივი დადება და ასე რეაგირება. ვერ გათვალეს მსგავსი მოლოდინები და არ იყვნენ მოქნილები,რაც ცუდია,მაგრამ უნამუსოები არ არიან,დებილები უფრო. არცერთ ბიზნესს არ სურს მომხმარებლის მიჯირყვნა,უფრო პირიქით არის ეგ ამბავი. მცირე ხანი იქნება მაღალი ფასები და ეკონომიურად მოვიხმაროთ,შევამციროთ მოთხოვნა და ფასი დაბლა წამოვა. გემახსოვრებათ,რა ხდებოდა კორონას პირველ პერიოდში,როგორი დეფიციტი შეიქმნა პირბადეზე. 20 თეთრიანი პირბადე 5 ლარში იყიდებოდა და აქაც ანალოგიური მომენტი იყო. ყველაფერი დასტაბილურდება.
0 1 1