x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორია ცნობილი უცხოელების თვალით დანახული საქართველო და ქართველები?
image

ტონინო გუერა:: “თქვენს ერს მარად აღტაცებით შესცქერის ყველა. დარჩით ასეთ ხალხად, რომელსაც შეუძლია ასწავლოს სხვას ცხოვრების წესი.”





ერნსტ ვერნერ სიმენსი:"კავკასიური ძეგლების სიძველე ასწლეულებით კი არ იზომება, როგორც ევროპაში, არამედ ათასწლეულებით. ეს ყოველივე იმას მოწმობს, რომ კავკასიაში არის კაცობრიობის კულტურის აკვანი"



ფედერიკო ფელინი: "ქართული კინო უჩვეულო ფენომენია. სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ რომ ჩემი ატირება არც ისე ადვილია"




ალექსანდრე პუშკინი: "ქართველები მებრძოლი ხალხია. განათლების მისაღებად დიდი გონებრივი შესაძლებლობები აქვთ. საერთოდ კი მხიარული და ერთად ცხოვრების მოყვარული ხალხია. დღესასწაულებზე მამაკაცები სვამენ და ქუჩებში დასეირნობენ. შავთვალა ბიჭუნები მღერიან, დახტიან და კოტრიალობენ; ქალები ლეკურს ცეკვავენ. ქართული სიმღერების ხმოვანება ფრიად სასიამოვნო მოსასმენია…

ქართველები ჩვენგან განსხვავებულად სვამენ და გასაოცრად მაგრები არიან. მათი ღვინო მგზავრობას ვერ იტანს და მალე ფუჭდება, ადგილზე კი საუცხოოა. კახური [ღვინო] ზოგ ბურგუნდიულს არ ჩამოუვარდება. ღვინოს მარნებში ინახავენ, მიწაში ჩაფლულ ქვევრებში. მათი გახსნისას საზეიმო წესებს ასრულებენ...



ოლივერ უორდროპი :"საქართველოს უმთავრესი მიმზიდველი ძალა არის ქართველების ღირსება! ქართველი მარტო სახით კი არ არის სასიამოვნო სანახავი, ეს ხალხი მართლა საყვარელი რამ ხალხია… ვისაც უნდა გულიდან გადაიყაროს ჯავრი, დაღვრემილება, მელანქოლია და მიზანთროპია, იმაზე უკეთეს წამალს ვერ იშოვნის, რომ წავიდეს და იცხოვროს ამ მხიარულ, გულგახსნილ, ხელ-გაშლილ, პატიოსან და გულუბრყვილო ხალხს შორის!"




პიეტრო დელა ვალე უახლოეს მეგობარსა და ექიმს მარიო სკიპანოს წერდა: „სიმართლე რომ ითქვას, ქართველი ქალები ძალზე ლამაზნი არიან მთელს აზიაში. შავგვრემანი სპარსელები მათ ვერ შეედრებიან. ქართველი ქალები არიან იმდენად ტანმაღალნი, რომ სიმაღლე ქალბატონ ფაუსტინა ალბერინისა, დეიდაჩემისა, ძალზე ჩვეულებრივია მათ შორის. თითქმის ყველას შავი თმა აქვს და თვალებიც შავი – დიდრონი და მომხიბლავი, პირისახე – თეთრი ფერისა, ხოლო ლოყები – ვარდისფერი… მე ვთვლი ქართველებს ერთ-ერთ ულამაზეს ხალხად მთელს მსოფლიოში“.



იან გილანი:"„ეს იყო მართლაც ფანტასტიკური. ის დღეები ისე მახსენდება თითქოს გუშინ იყო. მახსოვს იმ ადამიანთა სახეებიც, რომლებიც მაშინ ჩემს გვერდით იყვნენ, ქართული ცეკვები და სიმღერები. მე და ჩემს ცოლს მანამდე გვქონდა ქორწილი ჯერ ამერიკაში, შემდეგ კი ინგლისში, თუმცა ქორწილი საქართველოში მართლაც დაუვიწყარია. ქართველმა მეგობრებმა შემოგვთავაზეს, რომ ქორწილი საქართველოშიც გადაგვეხადა. ჩვენც სიამოვნებით დავთანხმდით და სპეციალურად ამ დღისთვის ქართულ ნაციონალურ სამოსში გამოვეწყვეთ“



მარკო პოლო:"ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრეები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან. მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე მაკედონელი უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო (ეს არაა დამტკიცებული ისტორიულად). ამისი მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ზღვას შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი გავლა და ააგო სიმაგრე, რომელსაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი). საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ. დედამიწაზე არსადაა ასეთი სონღული. ტბაში თევზია და ტყეში ნადირი. ხალხი ეწევა ვაჭრობასაც და ხელოსნობასაც. აქ ბევრია მთა, ხევი და თათრებმაც კი ვერ შეძლეს ამ ქვეყნის მთლიანად დაპყრობა."


შარდენი:„ქართველი ქალები ძალიან ლამაზები არიან. მაღალი წრის ქალებს რაღაც თავისებური ნაკვთები და სინაზე აქვთ, რაც გხიბლავს. მე შემხვედრია მათ შორის მშვენიერი აღნაგობის ქალები, დიდებული იერით, საუცხოო სახითა და ტანით. გარდა ამისა, მათ აქვთ ისეთი მიმზიდველი და ალერსიანი გამოხედვა, რომ მაყურებლისაგან თითქოს ტრფობას ითხოვენ. აქვთ ჭეშმარიტად გამჭრიახი და მახვილი გონება, არიან თავაზიანები, ზრდილნი, დარბაისელნი და გულთბილნი; მაგრამ ამავე დროს ამაყნი, ქედმაღალნი, დაუნდობელნი და ულმობელნი“…


ბილი ჯოელი : “ქართველებს გამორჩეული, მშვენიერი სახე აქვთ და ამაყობენ თავიანთი მშვენიერი ქვეყნით, როგორც მე ვამაყობ იმით, რომ ნიუ-იორკელი ვარ. საქართველოში კვლავ დავბრუნდები.”



იმანუელ კანტი: “საქართველო მზეთუნახავთა ორანჟერეა გახლავთ. ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად გამორჩეულ მშვენიერებაზე.”


ალექსანდრე დიუმა "კავკასია":ქართველი მამაკაცები, ჩემის აზრით, არა მარტო თვითონ არიან ულამაზესი მამაკაცები მთელ დედამიწის ზურგზე, არამედ მათ აგრეთვე საუცხოო ტანისამოსი აცვიათ… ჩვენ ნაცნობ თავადს ემოსა ბროწეულისფერი ჩოხა, ღია ცისფერი თავთის სარჩულზე; თეთრი ატლასის ახალუხი შემკული ოქროს ბუზმენტებით და განუსაზღვრელი ფერის შარვალი, რომელიც მტრედის ყელისა და ხმელი ფოთლის ფერებში გადადიოდა. წელზე მას ერტყა ოქროს ქიცვდაყრილი, სპილოსძვლისტარიანი, ოქროთი ნაჭედი ვერცხლისბუდიანი ხანჯალი. ამას ემატებოდა კუპრივით შავი ხშირი თმა და თვალ-წარბი, ქალივით ნაზი სახის ფერი და მინანქრის კბილები."


მიხაი ზიჩი:"თუ ვინმე ქართველებს სამსახურს გაუწევს, ყოველთვის მზად არიან სიკეთით გადაუხადონ სამაგიერო, რითაც კი ძალა შესწევთ, თანაც ამას აკეთებენ უფაქიზესი მეგობრული გრძნობით. მოკლედ, ძალიან კარგი ხალხია."



გაზეთი "ფიგარო":"ქართული ეროვნული ბალეტის (ცეკვის) კონცერტი ვულკანური დღესასწაულია, რომელიც აღფრთოვანებასა და გაოცებას იწვევს… უდიდესი ოსტატობა, კავკასიური ტემპერამენტი, უაღრესად დახვეწილი ტექნიკა, მოძრაობის მრავალფეროვნება და თავბრუდამხვევი რიტმი – ყოველივე ეს აყვანილია სრულყოფის მწვერვალამდე. ფრანგებს მსგავსი არაფერი უნახავთ.

0
48
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0