x
image
ქეთეონე
"საშინელი ამბავია! უკრაინელი 33 წლის ბიჭი მოვიდა ჩვენთან პუნქტში"- ნახეთ, რას წერენ სოციალურ ქსელში
image

სოციალურ ქსელში ლევან გორგილაძე შეტყობინებას ავრცელებს:


"საშინელი ამბავია, უკრაინელი 33 წლის ბიჭი მოვიდა ჩვენთან პუნქტში. მეზღვაურია და რეისიდან დაბრუნდა. ახლახანს გაიგო, რომ ოჯახი ამოუწყვიტეს - (დედა, მამა, და, შვილი, ცოლი). თავის მოკვლაც სცადა და აქ მოიყვანეს. ახლა ფსიქოლოგი ესაუბრება გაყინულ ადამიანს და არანაირი შედეგი. დასრულდა ჩემი სიცოცხლეო იძახის! და ამის შემდეგ კიდევ არსებობთ ამ აგრესიის გამპრავებლები და სული ისევ არ გეყინებათ?! არსებობს რაიმე სანუგეშო სიტყვა, რასაც ამ კაცს ვეტყვით და დავამშვიდებთ?"

შეგახსენებთ, რომ 1 თვეა რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. ერთი თვეა უკრაინაში იბომბება ქალაქები, სოფლები, საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები, სასწავლო და კულტურული დაწესებულებები, ეკლესიები.


ომმა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორი ბავშვები შეიწრა, სამ მილიონზე მეტია ლტოლვილთა რიცხვი.


ერთი თვის თავზე, შეიძლება ითქვას, რომ აგრესორი წინსვლას ვეღარ ახერხებს, შესაბამისად, წუხანდელი ღამე უკრაინის ქალაქებში შედარებით მშვიდი იყო. აფეთქებების ხმა რამდენიმე ადგილას ისმოდა.

0
280
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0