საზოგადოება "მიწა გამსკდომოდა მინდოდა, მართლა სირცხვილია ეს!" - რას წერს ვახო სანაიას მეუღლე? 2022, 20 მარტი, 18:44
ექიმი თამუნა ყურაშვილი, რომელიც მეუღლესთან, ტელეწამყვან ვახო სანაიასთან ერთად უკრაინაში წავიდა, სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.
"როცა უკრაინის საზღვრამდე მივედით ფეხით, ღამის ოთხ საათზე, გაყინულები და დაღლილები, იქ ელექტრო ფეჩი იყო ჩართული, ჩანთები დავყარეთ და ვიკითხე, თუ შეიძლება. გავთბები მეთქი, ვიღაც ფორმიანი კაცი იყო, არა მებაჟე (მათ სამხედრო ფორმები აცვიათ) კი, მოდიო. საიდან ხართო? საქართველოდან მეთქი, მერე 2008 წელი არ გახსოვთო? მეთქი კი, ძალიან კარგად-თქო, არაო, თქვენს მთვრობას არ ახსოვსო. მიწა გამსკდომოდა მინდოდა, ყველა პერიოდს მოვესწარი, ზვიადის, შევარდნაძის, სააკაშვილის. ქვეყნის შიგნით გასაგებია და ქვეყნის გარეთ არასოდეს მქონია ჩვენი მთავრობის გამო სირცხვილის გრძნობა. არასოდეს. რაღაცა წავილუღლუღე, ხალხი თქვენს გვერდითაა-თქო, და გამოვედი. მართლა სირცხვილია ეს!" - წერს თამუნა ყურაშვილი. 236 1-ს მოსწონს
|