საზოგადოება "როგორ დავიჯერო, რომ საქართველოში ვერ გამოიძებნა ვინმე მდიდარი ადამიანი, რომელსაც.." - ნახეთ, რას წერს სოციალურ ქსელში დომენიკ მანგო 2022, 18 მარტი, 15:35
უკრაინაში მყოფი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"როგორ დავიჯერო, რომ საქართველოში ვერ გამოიძებნა ვინმე მდიდარი ადამიანი, რომელსაც სინდისი აწუხებს მაშინ, როდესაც ათასობით დაბომბილი ბავშვის შესახებ ესმის ინფორმაცია? თქვენ შეგიძლიათ ერთი მარტივი გადაწყვეტილებით და თქვენი ფულის 0.01%-ით მოაყენოთ აქ ავტობუსები და ეს ხალხი გადაარჩინოთ. უკვე 3 დღე და ღამეა ვიხვეწები ავტობუსებს, რომ გავიყვანოთ ხალხი. ნუ გეშინიათ, არაფერი მოგივათ, უკრაინაში არც კი შემოგიყვანთ. გამოვიყვანთ ამ ქალებს და ბავშვებს, საზღვარზე დაგხვდებათ. შეწუხებული ვარ ამ გულგრილობით - რად გინდა ფული, თუ მის სანაცვლოდ ადამიანობა დაკარგე?! გ ა ვ ა ს ა ი დ უ მ ლ ო ე ბ ! თუ მადლობა გინდა საჯაროდ, წლების მანძილზე გადაგიხდი მადლობას, ოღონდ ვინმე მდიდარმა (რომლებიც უხვად კითხულობთ ჩემს გვერდს) ისურვეთ და გაიყვანეთ ბავშვები და ქალები აქედან! ბარტერი გინდა? თანახმა ვარ, ასიათასობით ადამიანს ვანახებ, რომ სიკეთე გააკეთე. ფარულად გინდა? ვფიცავ, ვერავინ გაიგებს შენ შესახებ, ოღონდ გააკეთე! გუშინ 1 500 ქალი და ბავშვი დაბომბეს თავშესაფარში - გახსოვდეს ეს. ეს არის ჩემი ვოთსაფის ნომერი: +48 694 812 741", - წერს დომენიკ მანგო. 722 1-ს მოსწონს |
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤