საზოგადოება ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილის, მარიამ გეგუჩაძის წინააღმდეგ საქმე აღიძრა - ინფორმაციას მოძრაობა "სირცხვილია" ავრცელებს 2022, 10 მარტი, 23:03 "კანცელარიასთან “სირცხვილიას” აქტივისტების დაკავებიდან 2 დღის შემდეგ, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით საქმე აღიძრა ჩვენს კიდევ ერთ აქტივისტზე, მარიამ გეგუჩაძეზე.
შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაზე დაყრდნობით, მოძრაობის 80% ხულიგანია და რეგულარულად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს", - პოსტს აქვეყნებს "სირცხვილია" მათ ფეისბუქ გვერდზე. ფოტოს კომენტარებში კი ვკითხულობთ ნანუკა ჟორჟოლიანის სიტყვებს: "მარიამ, გილოცავ შვილო. ახლა უკვე ნამდვილი აქტივისტი ხარ" შეგახსენებთ, რომ „სირცხვილია!“ — ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ, და სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისთვის იბრძვის. მოძრაობა მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს (იგივე გავრილოვის ღამე) საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტები წყლის ჭავლის, რაკეტისებრი და რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეები რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას აპროტესტებდნენ. 913 1-ს მოსწონს 1-ს არა
|