საზოგადოება "ერთადერთი პროცესი, რაშიც მონაწილეობას ვიღებ და მივიღებ არის".. ნახეთ თუ რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი 2022, 10 მარტი, 21:41
პოლიტიკის მიმომხილველი თამარ ჩერგოლეიშვილი მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ ერთადერთ პროცესი, რაშიც მონაწილეობას იღებს, ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმის განადგურება და ამის შედეგად კარგი მმართველობის პროცესის დამყარებაა.
იხილეთ, რა პოსტს აქვეყნებს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. "ერთადერთი პროცესი, რაშიც მონაწილეობას ვიღებ და მივიღებ არის სირცხვილის ჩამორეცხვის - ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური განადგურების და ამის შედეგად კარგი მმართველობის დამყარების პროცესი. ერთადერთი პროცესი რომელსაც ჯანსაღად და პატრიოტულად მივიჩნევ, არის ამ ქვეყანაში კარგი მმართველობის დამყარების პროცესი. კარგი მმართველობა რომ დამყარდეს, არა მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმი უნდა განადგურდეს პოლიტიკურად, არამედ ნაცმოძრაობა და მისი ბელადიც მოითოკოს და მისი საფრთხეც განეიტრალდეს. ამის გარეშე, კარგი მმართველობისკენ ვერ წვალთ. ვისი ამოცანაც, არა კარგი მმართველობის დამყარება, არამედ პირადი “კაიტიპობაა” და სააკაშვილის ოპოზიციაში მოდის - ჩემი მოკავშირე ვერ იქნება. მე ამ ქვეყნის ბედი მაინტერესებს და ვიცი, რომ სააკაშვილის ოპოზიციაში ამ ქვეყანას ვერ დავეხმარები - მე მინდა ის ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომლებსაც ნაცმოძრაობის მოთოკვა და დაბალანსება შეუძლიათ და არა მის ღირსეულ ოპოზიციაში გაქცევა. ვერ გაუძლებს ეს ქვეყანა უსაქციელო მმართველებს, სულთანიზმს, შემთხვევითობას და ძალმომრეობას. ამიტომ, ნებისმიერი ერთიანობა სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან მხოლოდ კარგი მმართველობის მიზნისკენ მექნება. და კარგი მმართველობა მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის მოშორებით, ვერ დამყარდება - ურთიერთკონტროლია ამისთვის საჭირო და ამას სააკაშვილის ოპოზიციაში ვერ შეძლებ. ნატოს პრინციპი უნდა ამოქმედდეს მომავალ კოალიციურ მთავრობაში თუ წინსვლა გვინდა (სხვანაირად წინსვლა არ იქნება): დემოკრატები შიგნით ნაცები ქვემოთ. ქოცები - გარეთ! სხვა კონფიგურაციისთვის მე არ ვიბრძვი". 581 1-ს მოსწონს
|