x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"თქვენ ხართ ჩვეულებრივი ღორები, რომლებიც შანსს არ უშვებთ ხელიდან კიდევ უფრო მეტად გაუჭირვოთ საკუთარ ხალხს" - არჩილ ნიჟარაძე
imageადვოკატი არჩილ ნიჟარაძე სოციალურ ქსელში საქართველოში ხელოვნურად გაჩენილ შაქრის დეფიციტზე წერს:


"ვისაც არ მოეწონება ცივი წყალი დალიოს, საბედნიეროდ ჯერ კიდევ გვაქვს. აი ეს არის იმ ხალხის ნამოქმედარი ვინც დღე და ღამ კლავიატურით იბრძვის უკრაინის თავისუფლებისთვის. შაქარის მთავარი ექსპორტიორი საქართველოში ბრაზილიაა და ექსპორტის გაზრდაც შესაძლებელია, ასევე ვყიდულობთ პოლონეთიდან და აზერბაიჯანიდან, ანუ რეალურად დეფიციტის არანაირი საფუძველი არ არსებობს. სირცხვილია ხალხო ამ ქვეყანაში უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც თქვენსავით ყუთობით ვერ ყიდულობს პროდუქტს, ბევრი ხელის გულზე ითვლის დარჩენილ ხურდებს, რომ 1კილოგრამი შაქარი იყიდოს და აღარ დახვდა მაღაზიაში მისულს, იმიტომ, რომ დაიტაცეთ და ხელოვნური დეფიციტი შექმენით.



რაც შეეხება იმპორტიორებს, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ღორები, რომლებიც შანსს არ უშვებთ ხელიდან კიდევ უფრო მეტად გაუჭირვოთ საკუთარ ხალხს, 3-4 ჯერ ძვირად ყიდით პროდუქციას ყოველგვარი საფუძვლის გარეში და ამავდროულად 5 შეკვრა პამპერსს აგზავნით უკრაინაში, ხო და მომკალით და არ მჯერა საკუთარი ხალხის სულის ამომხდელი პატრიოტების და თავისუფლების მოყვარეების, სააფთიქო ბიზნესისა და 700% იანი საბანკო სესხებისა არ იყოს!
არაუშავს, მოვა დრო, როდესაც ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი!!!"-წერს სოციალურ ქსელში ნიჟარაძე.




საქართველოში შაქრის იმპორტი ძირითადად 6 ქვეყნიდან შემოდის, ძირითადი იმპორტიორია ბრაზილია, (საერთო რაოდენობის 50%)მათ მოსდევს რუსეთი, პოლონეთი, აზერბაიჯანი, საფრანგეთი და უკრაინა.

1
821
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
821
  
მართალია ეს კაცი,მართლა მართალია. დღეს შევედი უბნის მაღაზიაში და ყველა შაქარს თხოულობდა,თან ბევრ,მაგრამ გამყიდველი არ აძლევდა 1-2 კგ მეტს. როცა ვკითხე,რატო არ აძლევ ამ ხალხს შაქარსთქო რაც უნდათქო? მიპასუხა,რომ ერთი ამბავი არის ატეხილი ზეთზე,ფქვილზე და შაქარზეო. ტიპი თვითონ აბალანსებდა უაზრო მოთხოვნას და არ ატანდა ბევრს ფულიან ბიძებს/დეიდებს. კიდევ დაამატა,როცა გაძვირდება და რაც უეჭველი მოხდებაო,მერე მოვიდნენ და წაიღონო. გაიგეს რო იაფად მაქვსო და სხვას არ უტოვებენო,ხოდა მაღაზია ჩემია და წესებიც ჩემიაო. ამ კაცს მარაგი აღმოაჩნდა ბევრი,თან ძველ ფასად ნაყიდი და ყველას ახვედრებს ასევე ძველ ფასად. არ სპეკულიანტობს და შეგნებულად არ აძვირებს პროდუქტს.

ასეთი ადამიანები არის საქართველო და არა სხვა ერზე გულდათუთქული საკუთარ დამკიდებლები. ამ ადამიანთან არ მიდიან ხშირად,რადგან კარფურები,მაგნიტები და გუდვილები ურჩევნიათ,მაგრამ ადამიანობა არ დაკარგა მაინც. თქვენი მონა მორჩილი მისი ერთგული კლიენტი გახლავართ და ჯერ არ მინანია მასთან შესვლა,არც ძველი პროდუქტი აქვს და არც რაიმე სახის ხარვეზი. პურსაც ჩემს უბანშივე რაიონელ ბიჭებთან ვყიდულობ და ზუსტად ვიცი,რომ ეს ხალხი პროდუქტის გარეშე არ დამტოვებს. ასერომ საერთოდ არ ვნერვიულობ მსგავს ასეთ პანიკებზე და უაზრო გადაწყვეტილებებზე,რადგან მე ამ ადამიანებს ვენდობი და ისინიც მეოლოდებიან ყოველდღე. უბრალოდ,მინდოდა ეს ამბავი მეთქვა და თქვენ განგესაჯათ,რას უნდა აკეთებდეთ და რას აკეთებთ.
0 1 1