x
image
ქეთეონე
შეცვლიან თუ არა უკრაინის პრეზიდენტს ?!.....
image

კრემლი უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩის დასმას გეგმავს - ექსპრეზიდენტი მინსკში იმყოფება.

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ქვეყნიდან სამოქალაქო რევოლუციის დროს გააძევეს, კრემლი სპეცოპერაციისთვის ამზადებს. უკრაინული დაზვერვის ცნობით, ვიქტორ იანუკოვიჩი ამ დროისათვის მინსკში იმყოფება. ერთ-ერთი ვერსიით, პუტინი მას უკრაინის პრეზიდენტობისთვის ამზადებს. არ არის გამორიცხული ამისათვის კრემლმა წინაპირობა ინფორმაციული ოპერაციის, აქციის ან იანუკოვიჩის უკრაინელი ხალხისადმი მიმართვით შექმნას.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინიდან გაქცეული ვიქტორ იანუკოვიჩი მინსკში გადაიყვანეს და მის "უკრაინის პრეზიდენტად" გამოცხადებას გეგმავენ. ინფორმაციას მედია დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, ბელარუსში შეეცდებიან გამოაცხადონ იანუკოვიჩი „უკრაინის პრეზიდენტად“.


„მიღებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი შესაძლოა ამზადებს საინფორმაციო ოპერაციას ან მოქმედებას ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში დასაბრუნებლად." -ვკითხულობთ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა 2010 წლის 25 თებერვლიდან 2014 წლის 22 თებერვლამდე. ევრომაიდნის მოვლენების დროს ის რუსეთში გაიქცა.

0
345
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0