საზოგადოება ნახეთ, ვის უპირისპირდება კახი კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე 2022, 1 მარტი, 13:05 "სირცხვილი თინა, გრცხვენოდეს" -უკრაინაში ომის გამო ანუკი არეშიძე და თინა კანდელაკი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქართველი ჟურნალისტის, თინა კანდელაკის საჯაროდ გამოხატულმა პოზიციამ უამრავი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია. ცნობილი ოპოზიციონერი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ქსენია საბჩაკი ინსტაგრამში წერს, რომ კანდელაკის ქმედებები კარიერული წინსვლის სურვილით არის გამოწვეული. „უბრალოდ დაიმახსოვრეთ, როგორ გამოიმუშავებს თინა კანდელაკი თანამდებობას. ამს კი წერს მისი ყოფილი დაქალი, რომლის ოჯახიც ახლა კიევშია. თინა, როდის მიჰყიდე სული ეშმაკს?“, – წერს სობჩაკი. გთავაზობთ თინა კანდელაკის ერთ-ერთ განცხადებას. „როდესაც თქვენ სოციალურ ქსელებში კითხულობთ შემდეგი შინაარსის სტატუსებს: „საშინელებაა, როგორ მრცხვენია რუსეთის ქმედების გამო, როგორ მებრალებიან უკრაინელები – ჰკითხეთ ამ დამცველებს, რა სიტყვებით ამართლებენ დონბასში უამრავი ადამიანის გარდაცვალებას, იმას, რაც უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ვიხილეთ?…დარწმუნებული ვარ, გაოცდებით. იქნებ იქ „არასწორი“ ხალხი დაიღუპა? ახლა უკვე ნათელია, თუ ვინ არის ნამდვილი მოღალატე“, – განაცხადა კანდელაკმა. „ნუ დაუჯერებთ ფოტოებს და ვიდეოებს ტყვეების შესახებ. უკვე ბევრი შემთხვევაა, როდესაც უკრაინულ სამხედროფორმიან პირებს გადაცმული აქვთ რუსული ტანსაცმელი… ეს სასაცილოა, მაგრამ, ყველას არ ესმის… ვრცელდება რგოლებიც, სადაც ისმის გოდება და წამოძახილები: „აი, ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ – ეს არის ვირუსი, რომელიც შექმნეს მათ, ვისაც თქვენი შეცდომაში შეყვანა სურთ. ასეთი ყალბი ინფორმაციის შემქმნელებმა შესანიშნავად იციან, ყველა მტკივნეული წერტილი… შეეცადეთ ცივი გონება შეინარჩუნოთ და არ ჩაეწეროთ ანგლო-საქსური პროპაგანდის მსხვერპლთა რიგებში. ზოგჯერ ჯობია საკუთარ თავს უთხრა: მე არაფერი ვიცი, ვიდრე დაიჯერო შენთვის შექმნილი ტყუილის“ – წერს კანდელაკი. 170 1-ს მოსწონს
|