x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
საქსოფონის გამომგონებლის უცნაური ცხოვრება, რომელმაც ბევრჯერ გააცურა სიკვდილი

image


ერთ-ერთი პირველი, ვინც მუსიკის სამყარო შეცვალა, საქსოფონის გამომგონებელი, ადოლფ საქსი იყო. არდაფასებულმა სიცოცხლეში, ახლა კი კულტად ქცეულმა ამ ადამიანმა, შეცვალა მუსიკალური ლანდშაფტი და შექმნა მთელი ჟანრი, თავისი გენიალურობისა და დაუღალავი შრომის წყალობით.

საქსს საკმაოდ ბობოქარი ცხოვრება ჰქონდა, როცა იგი თავისი მუსიკაში შეტანილი წვლილის აღიარების მიღწევას ცდილობდა, თუმცა საქსოფინის გარდა, მისი ცხოვრება აღსანიშნავია იმითაც, თუ როგორ "ატყუებდა" გამუდმებით სიკვდილს. ამ მხრივ იგი საოცრად იღბლიანი ადამიანი გახლდათ.


image


ანტუან-ჟოზეფ საქსი (ადოლფი მოგვიანებით დაირქვა) დაიბადა 1814 წლის 6 ნოემბერს, ბელგიაში, ქ. დინანში, თერთმეტშვილიან ოჯახში. საქსი პატარობიდანვე აღმოჩნდა მუსიკის სამყაროში: მისი მშობლები მუსიკალური ინსტრუმენტების დიზაინერები იყვნენ. ამდენად პატარა ანტუან-ჟოზეფი ყმაწვილობიდანვე სწავლობდა ამ საქმეს და ბევრ დროს ატარებდა ოჯახურ სახელოსნოში. 14 წლისამ შეცვალა კლარნეტის არხი და ხვრელების განლაგება ხმის გასაუმჯობესებლად, და შექმნა აგრეთვე კლარნეტის თავისი ვერსია. 15 წლისამ კი მიაღწია იმას, რაც მანამდე შეუძლებლად იყო მიჩნეული: სპილოს ძვლისგან დაამზადა კლარნეტი და ორი ფლეიტა.

ადრეული ბავშვობიდანვე საქსს უბედური შემთხვევები თან სდევდა, მაგრამ ის აქედან ყოველთვის სერიოზული დაზიანებების გარეშე გამოდიოდა.

სამი წლისა იგი სამი სართულის სიმაღლის კიბიდან ჩამოვარდა და თავით ქვის იატაკს დაენარცხა. ვარდნა იმდენად დრამატული იყო, თავი კი ისეთი ძალით დაარტყა, რომ მშობლებმა იფიქრეს, რომ ადოლფი იქვე გარდაიცვალა. თუმცა საწოლში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ, იგი ისევ სრულიად ჯანმრთელი და საღი ფსიქიკით იყო.

სიკვდილი მასთან იმავე წელსვე დაბრუნდა, როცა პირში დიდი ნემსი ჩაიდო და შემთხვევით გადაეყლაპა. ასეთი შემთხვევა ნებისმიერს მოკლავდა ან სახიფათო დაზიანებებს მიაყენებდა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ნემსმა სასწაულებრივად გაიარა საჭმლის მომნელებელი მთელი ტრაქტი და ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით გამოვიდა.

ამ შემთხვევიდან არ გასულა დიდი დრო და პატარა საქსმა სარდაფში იპოვა და დალია სითხე, რომელიც რძე ეგონა. აღმოჩნდა, რომ ეს გოგირდმჟავა იყო და ისევ რაღაც გაუგონარი შემთხვევის წყალობით გადარჩა, ზიანიც კი არ მიუყენებია გოგირდმჟავას მისი ორგანოებისთვის.

ერთხელაც შემთხვევით დალია ტყვიის, სპილენძის ოქსიდის და დარიშხანის ხსნარი და ამჯერადაც გადარჩა.

მოგვიანებით მან დაიძინა ოთახში, სადაც ახალლაქწასმული ავეჯი იდგა გასაშრობად და აქაც შემთხვევით გადაურჩა ლაქის მომწამვლელი სუნისაგან გაგუდვას.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა მას სამი წლის ასაკში გადახდა, თითქოს სწორედ ამ დროს ჰქონდა გამიზნული სიკვდილს მისი მოკვლა. მაგრამ ბავშვი აგრძელებდა ცხოვრებას, სიკვდილი კი უკან არ იხევდა.

რამდენიმე წლის შემდეგ, პატარა საქსი სამზარელოს მაგიდაზე აძვრა, ფეხი დაუცდა და ცხელ ქურაზე დაეცა. ამის შემდეგ მას მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩა დამწვრობის ნაიარევები, თუმცა მაშინ დამწვრობები მალე მოუშუშდა, ყოველგვარი ინფექციის გარეშე, რისიც ასე ძალიან ეშინოდათ ექიმებს.

სხვა დროს, იგი მიდიოდა ქუჩაში, როცა სახურავიდან ფიქალის კრამიტი ჩამოვარდა, თავზე დაეცა და შედეგად ბავშვი კომაში ჩავარდა. ჩათვალეს, რომ ამას კი ნამდვილად ვეღარ გადაიტანდა. რამდენიმე დღე უგონო მდგომარეობაში ყოფნის შემდეგ კი გონზე მოვიდა და გამოაცხადა: "მე ჯერ ცოცხალი ვარ, დედა!"

როცა ათი წლის იყო, მამის სახელოსნოში მოულოდნელად დენთით სავსე კონტეინერი აფეთქდა და ბავშვი ოთახის ბოლოს მოისროლა. რა უნდოდა დენთს მუსიკალური ინსტრუმენტების სახელოსნოში, ეს კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ მოცემულ მომენტში, საოცარი ის არის, რომ დენთის ძლიერმა აფეთქებამ და კედელზე ძლიერად მინარცხებამაც ვერაფერი დააკლო ბიჭს.

დაახლოებით ამავე პერიოდში საქსი შემთხვევით ჩავარდა მდინარეში, მან ცურვა არ იცოდა, დინებამ გაიტაცა და უკვე დაღლილი, მაგრამ ცოცხალი და ტალღებზე მოტივტივე ბავშვი ერთ-ერთმა ფერმერმა გადაარჩინა.

ადოლფ საქსმა იმდენჯერ გააცურა სიკვდილი, რომ მას "საქსი-მოჩვენება" და "ბავშვი-მოჩვენება დინანიდან" შეარქვეს, საკუთარმა დედამ კი ერთხელ შვილზე თქვა: "ეს ბავშვი ეშმაკმა დასწყევლა, და დიდხანს ვერ იცოცხლებს".

სიკვდილმა თითქოს გარკვეული დროით თავი დაანება. ამასობაში საქსი გაიზარდა, შექმნა ინსტრუმენტების ახალი კონსტრუქციები. ოცი წლისამ გამოიგონა ბას-კლარნეტი და შექმნა საყვირი. ის აგრეთვე რეგულარულად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა კონკურსებში თავისი ახალი ინსტრუმენტებით, პირველ რიგში ბელგიის ეროვნულ გამოფენაზე, სადაც ერთხელ ოქროს მედალიც კი დაიმსახურა, მაგრამ უარი უთხრეს პატარა ასაკის გამო.

იგი ცნობილი გახდა, როგორც ძალიან ნიჭიერი მუსიკოსი, სწავლობდა ბრიუსელის სამეფო კონსერვატორიაში და აღიარებული იქნა ფლეიტის და კლარნეტის გამოცდილ დამკვრელად.

1842 წელს საქსი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. ქმნიდა ახალ კონსტრუქციებს საფრანგეთის სამხედრო ორკესტრის მუსიკოსებისთვის, და სწორედ აქ დაიბადა მისი ყველაზე ცნობილი გამოგონება-საქსოფონი. 1857 წელს საქსი პარიზის კონსერვატორიაში ასწავლიდა და თან აგრძელებდა სხვა ინსტრუმენტებზე მუშაობას, მაგრამ სწორედ საქსოფონმა გახადა ის ცნობილი, თუმცა მაშინ მას აქედან დიდი შემოსავალი არ ჰქონია.

მუსიკოსი სამჯერ გაკოტრდა, იმის გამო, რომ მთელი თვის შემოსავალს მუსიკალური ინსტრუმენტების შემუშავებაზე ხარჯავდა, ასევე ზარალდებოდა და განიცდიდა იმას, რომ მის გამოგონებას ხშირად სხვები ითვისებდნენ. ამასთან იმ წლებში საქსოფონი ჯერ კიდევ არ იყო დაშვებული საზოგადოებრივ ორკესტრებში და იშვიათად იყენებდნენ. მისი კონკურენტები და მიმბაძველები საქსის წინააღმდეგ პირდაპირ ომს აწარმოებდნენ, ცილს სწამებდნენ და სასამართლო გარჩევებს უწყობდნენ, ყოველ ნაბიჯზე სახელს ულახავდნენ, მაშინ როცა "მეკობრეები" მისი გამოგონებების გაყიდვით მდიდრდებოდნენ, სანამ საქსი მორიგ ბანკროტს განიცდიდა.


image


სიკვდილს კვლავ გაახსენდა საქსი. ერთხელ მის სახელოსნოში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა და მთლიანად დაიწვა, მაგრამ საქსი, ბედნიერი შემთხვევის წყალობით იმ დროს იქ არ იმყოფებოდა.

სხვა დროს, უცნობმა მსროლელმა, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ადოლფის მტრებმა დაიქირავეს, მისი ერთ-ერთი დამხმარე მოკლა, რომელიც საქსი ეგონა.

შემდეგ იყო დრო, როცა თავს დაესხნენ და ისე სცემეს, რომ სიკვდილის პირას მიიყვანეს, მაგრამ მან ესეც გადაიტანა.

1853-58 წლებში მუსიკოსი ტუჩის კიბოთი იტანჯებოდა, რომელიც იმ დროს სასიკვდილო განაჩენად ითვლებოდა. ის ინდოელმა ექიმმა, ვრისმა სამკურნალო ბალახებით განკურნა.

ბოლოს, სიკვდილმა 1894 წელს მოაკითხა, როცა საქსი 79 წლის იყო. ადოლფ საქსის სიკვდილის შემდეგ, საქსოფონი შემთხვევით ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვდა, სადაც ჯაზის მუსიკოსებს შორის სენსაციად იქცა და ბოლოსდაბოლოს მისმა ავტორმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა.


image






ნახეთ სხვა სტატიები:







ადამ რაინერი: თავისი ცხოვრების მანძილზე ჯუჯადაც მოასწრო ყოფნა და გოლიათადაც


image


ლეგენდა ქრონოვიზორზე (დროის მანქანაზე), რომელიც ვატიკანში ინახება

image


რატომ "გვადევნებს თვალს" ზოგიერთი პორტრეტი შენობის ნებისმიერ წერტილში

image


საინტერესო ფაქტები ლიფტების შესახებ: ძველი ეგვიპტიდან დღემდე

image


მე-18 საუკუნის დაკარგული მეცნიერების საიდუმლო, რომელიც ცხედრებს ქვად აქცევდა

image


საფლავში იმშობიარა: რა ნახეს არქეოლოგებმა ფინურ საგვარეულო აკლდამაში

image


როგორ გაჩნდა ევროპაში მოდა უზარმაზარ პარიკებზე და რა შუაშია აქ ტილები და სიფილისი

image


ნიკოლა ტესლა - როცა სამყარომ თავისი გენია დაივიწყა

image


ეგვიპტეში ნაპოვნი მუმიები ოქროს ენით

image


მამაკაცი წლობით, ერთიდაიგივე ციფრებით ლატარიას თამაშობდა და ბოლოს ორი მილიონი დოლარი მოიგო

image





0
236
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
236