x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ნიკოლა ტესლა - როცა სამყარომ თავისი გენია დაივიწყა

image


ნიკოლა ტესლა – სერბი-ამერიკელი ფიზიკოსი, გამომგონებელი ელექტრო და რადიოტექნიკის სფეროში. ცოტამ თუ იცის, რომ ბევრმა მისმა აღმოჩენამ დაიმსახურა ნობელის პრემია, რაზეც მას უარი უთხრეს, თომას ედისონთან მეტოქეობის და კონკურენციის გამო. ამ გენიოსმა გამოიგონა თითქმის 1600 მოწყობილობა, რომელთა გარეშე დღეს ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა.

ამერიკაში ემიგრირებული ნიკოლა ტესლას წარმოშობა

მომავალი მეცნიერის მშობლები: მამა მართლმადიდებელი მღვდელი, ხოლო დედა, ცნობილი სერბული ოჯახიდან იყო.


image

ნიკოლა ტესლას მშობლები

ნიკოლა ტესლა ადრე დაინტერესდა ელექტროტექნიკით. მან სწავლა დაიწყო გრაცას უნივერსიტეტში, მაგრამ არ დაამთავრა აკადემიური ფორმალობის გამო. პედაგოგებს აშინებდათ მისი ინტელექტუალური ნიჭი, რომელიც ნამდვილად უჩვეულო ჰქონდა. მაგალითად, ნიკოლა არასოდეს იყენებდა ფანქარს და ქაღალდს, იმიტომ, რომ გასაოცარი ფოტოგრაფიული მეხსიერებისა და ვიზუალური აზროვნების პატრონი იყო.


image

საფრანგეთში გამგზავრებისა და კომპანიაში Continental Edison ინჟინრად მუშაობის შემდეგ, ტესლამ გადაწყვიტა აშშ-ში გადასვლა, რათა თვით თომას ედისონთან ეთანამშრომლა და მის ცნობილ გენერატორის სრულყოფილებაში დახმარებოდა. გარკვეული დროის შემდეგ ორ გამომგონებელს შორის უთანხმოებები დაიწყო.


image

მარცხნივ-ნიკოლა ტესლა, მარჯვნივ-თომას ედისონი

ნიკოლა ტესლა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა იყო და მას არ დასჭირვებია დიდი დრო, საკუთარი ლაბორატორიის-სასწაულების სასახლის შესაქმნელად, სადაც მექანიკური რეზონანსის და გიგანტური მონსტრების (ელექტრომექანიკური ოსცილატორების სახით) ექსპერიმენტებს ატარებდა. ცოტა მოგვიანებით, გენიოსმა მაღალძაბვის კოშკი ააშენა, უკაბელო და უფასო ელექტროენერგიის დემონსტრირების მიზნით. პროექტები და აღმოჩენები მართლაც ძალიან ბევრი ჰქონდა ამ ადამიანს, და ყოველი მომდევნო წინაზე შთამბეჭდავი იყო.



image

image


ტესლა ყოველთვის უარს ამბობდა სამეცნიერო საზოგადოებისთვის თავისი მიღწევების გაზიარებაზე. მისი მთავარი მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ მსოფლიო უზრუნველყო ენერგიით, რომლისთვისაც არ იქნებოდა საჭირო საფასურის გადახდა და არ მიეცა საშუალება ცალკეული ადამიანებისა და კომპანიებისთვის მსოფლიო ბატონები გამხდარიყვნენ.

ნიკოლა ტესლას უცნაურობები

რომელი უნიკალური თვისებებით გამოირჩეოდა ისეთი გენია, როგორიც ტესლა იყო?

მომავლის ხედვა–არამარტო ჟიულ ვერნს შეეძლო კაცობრიობის მომავლის: მფრინავი აპარატების, წყალქვეშა ნავების და ა.შ. განჭვრეტა. ნიკოლა ტესლა უფრო შორს წავიდა და "დედოფალი ფუტკრის" კონცეფცია წარუდგინა მსოფლიოს, რაშიც გულისხმობდა სოციალური საზოგადოების მომავალს, სადაც ქალები თავისი ინტელექტუალური მონაცემების დემონსტრირებას მოახდენენ და სრულყოფილ ცივილიზაციას შექმნიან.

ჰიპერპოლიგლოტი–ტესლა სრულყოფილად ფლობდა რვა ენას: სერბ-ხორვატულს, ჩეხურს, გერმანულს, უნგრულს, ფრანგულს, ინგლისურს, იტალიურს და ლათინურს.

აკვიატებული ციფრი "3"–სანამ ტესლა შენობაში შევიდოდა, სამჯერ შემოუვლიდა მას, ყოველთვის ითხოვდა 18 ცალ ხელსახოცს (3-ზე იყოფოდა) სათვალის გასაწმენდად. იგი 86 წლის გარდაიცვალა, სამი დღით ადრე, სანამ 87 წლის გახდებოდა, სასტუმრო New Yorker-ის 33–ე სართულზე.

დენდი–გენიოსი ყოველთვის იდეალურად იყო ჩაცმული და დიდ ყურადღებას აქცევდა გარეგნობას. ასეთივე აკურატულობას ითხოვდა თავისი ასისტენტებისგან.


image


ქორწინება–ნიკოლა ტესლა ძალიან მიმზიდველი მამაკაცი იყო. იგი მოსწონდათ ქალებს, მაგრამ მათგან შორს ეჭირა თავი, რათა სამუშაოს არ მოცდენილიყო და თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით კაცობრიობისთვის სარგებლობა მოეტანა.

მტრედების სიყვარული–მეცნიერის სისუსტე მტრედები იყო. იგი ყოველდღე დადიოდა პარკში დასასვენებლად და მტრედების მოსანახულებლად. მას ყოყმანის გარეშე მიჰყავდა სახლში ავადმყოფი ფრინველები, იხდიდა დიდ თანხებს მათ მკურნალობაში და მოტეხილი ფრთების სამკურნალოდ ორთოპედიულ მოწყობილობებსაც კი ქმნიდა.

როგორც ცნობილია, გენიალობა და უცნაურობები ხელიხელჩაკიდებული დადიან, მაგრამ დიდ ადამიანებს განიკითხავენ არა მათი საქმეების, არამედ მათი გაზრახვების მიხედვით. ნიკოლა ტესლა უკეთეს სამყაროზე ოცნებობდა, სადაც ყოველ ადამიანს შეეძლებოდა მისი აღმოჩენებით უფასოდ სარგებლობა. სამწუხაროდ ამას ასრულება არ ეწერა.

image



სხვა სტატიები:








მამაკაცი წლობით, ერთიდაიგივე ციფრებით ლატარიას თამაშობდა და ბოლოს ორი მილიონი დოლარი მოიგო

image

ქალმა შემთხვევით ბრილიანტის ბეჭედი 1 ფუნტ სტერლინგად იყიდა

image


ჩინელი მეთევზის უცნაური ნადავლი - თევზის ნაცვლად 128 მილიონი დოლარი


image

სამყარო არარეალურია და ყველა და ყველაფერი მატრიცაშია?

image

რატომ ემტერებიან კატები საახალწლო ნაძვის ხეებს? (+ვიდეო)

image

ყველაზე სასაცილო და სულელური საახალწლო მორთულობები

image

გავრცელებული მითები, რომლებისაც ზოგიერთს ჯიუტად სჯერა

image

ეგვიპტეში ნაპოვნი მუმიები ოქროს ენით

image

როცა ბავშვები სახლში მარტო რჩებიან

image


საოცარია, მაგრამ ფაქტი-ეს ადამიანის კუდია!

image





0
421
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
421