x
image
ქეთეონე
კიევში რუსმა დივერსანტებმა ერთი ოჯახის 3 წევრი მოკლეს, მათ შორის მე-4 კლასელი გოგონა
image

კიევში რუსეთის დივერსიულ-სადაზვერვო დაჯგუფებამ ცეცხლი გაუხსნა ავტომობილს, რომლითაც 5 მშვიდობიანი მოქალაქე გადაადგილდებოდა.


კიევის საქალაქო საბჭოს მდივნის, ვოლოდიმირ ბონდარენკოს ინფორმაციით, სროლის შედეგად ავტომობილში მყოფი ერთი ოჯახის 3 წევრი დაიღუპა - ცოლ-ქმარი და მე-4 კლასელი გოგონა.

"მას პოლინა ერქვა. კიევის №24 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე იყო. ის და მისი მშობლები თელიგაში რუსმა დივერსანტებმა დახვრიტეს", - წერს ბონდარენკო.


სროლის დროს მძიმედ დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ 2 ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0