x
image
ქეთეონე
რატომ მოუწყვეს მღვდელს სისხლიანი ანგარიშსწორება ?
image

სისხლიანი ანგარიშსწორება მღვდლებს შორის - სასტიკად ნაცემია მამა როინ მუმლაძე. მას თავს შავი ბერი ილარიონ გიგოლაშვილი დაესხა. აგინა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.


არსებული ინფორმაციით, შავი ბერი ამ ყველაფერს მობილური ტელეფონით აღებინებდა. უმძიმეს კადრებში ისმის ისიც, რატომ მოუწყვეს მღვდელს სისხლიანი ანგარიშსწორება.


ირკვევა, ისიც რომ მანამდე მამა როინმა მამა შალვა კეკელიას მუქარის გამო პირს უჩივლა. ვიდეოში, გარკვევით ისმის ხმა, როგორ მიმართავს ბერი ილარიონ გიგოლაშვილი მამა როინ მუმლაძეს და ცემს იმის გამო, რომ "მამა შალვა კეკელიას უჩივლა".



უმძიმეს კადრებში გვესმის კიდევ ერთი საყურადღებო ფრაზა, რომელიც იძლევა ვარაუდის შესაძლებლობას, რომ მამა როინს შესამოსელი გახადეს, თუმცა მან როგორც ჩანს კაბა ისევ ჩაიცვა.


"როგორ უჩივლე პოლიციაში მამა შალვას? " - ისმის ჩანაწერში.


კაბა რომ გაიხადე, ისევ რატომ ჩაიცვი?


პოლიციაში უჩივლე მამა კეკელიას? შე პოლიციაში მჩივლებელო..


შენ მე არ მიცნობ ვინ ვარ?"- მიმართავს შავი ბერი ილარიონ გიგოლაშვილი მამა როინ მუმლაძეს.


მოძალადე ბერი, ინტერესდება იწერება თუ არა ძალადობა ტელეფონით, რაც აჩენს ეჭვს, რომ თავდასხმა წინასწარ დაგეგმილია - "ხომ იღებ? არ გათიშო გადაიღე"- მიმართავს შავი ბერი პირს, ვინც მისი დავალებით ძალადობის ჩაწერას ახორციელებს.


თავად მუმლაძე, მამა შალვა კეკელიას წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ადასტურებს და ამბობს, რომ სასულიერო პირს იმიტომ უჩივლა, რომ "მოუვარდა".


ამასთან ნაცემი მამაროინი, მოძალადე შავ ბერს პირობას აძლევს რომ "კაბას გაიხდის".

1
168
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
168
  
2022, 21 თებერვალი, 20:55
სადისტები :#:@@@@@@
0 1 1