x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უცხოპლანეტელების შთამომავალი 3 უძველესი ცივილიზაცია - ძველი ცოდნის და ტექნოლოგიების დაკარგვის მიზეზი

მრავალი ათეული წლის მანძილზე, კაცობრიობა სხვა გონიერ ცივილიზაციებთან კონტაქტის დამყარებას ცდილობს. ამ ამოცანის გადასაჭრელად, კოსმოსის რადიომოსმენა მიმდინარეობს, ხდება ეგზოპლანეტების შესწავლა, უცხოპლანეტელებთან შესაძლო კონტაქტის ფაქტების გაანალიზება. თუმცა, მკვლევარებმა თვალთახედვის მიღმა, რატომღაც, ის ფაქტი დატოვეს, რომ პლანეტის ძველი ცივილიზაციები, კოსმოსიდან მოსული, უცხოპლანეტელების შთამომავლები შეიძლება იყვნენ...


image


ჩინეთი: იძულებით გადაადგილებულები (დევნილები)


თანამედროვე მსოფლიოს ქვეყნებს შორის, ჩინეთი ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციაა. ამავდროულად, ამ ქვეყნის მითოლოგია უფრო სამეცნიერო– ფანტასტიკურ რომანს ჰგავს, ვიდრე ძველი დროის თქმულებებს. გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ჩინეთის პირველი იმპერატორი იელოუ ემპერორი (იგივე ყვითელი იმპერატორი) ვარსკვლავებიდან დედამიწაზე, მფრინავი ეტლით, დრაკონის სახით მოვიდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ორი წლის წინ, ჩინეთის სახელმწიფო არქივში, მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტი აღმოაჩინეს. მეცნიერთა განმარტებით, ძვეი გრაგნილის ტექსტი ამტკიცებს, რომ ძველი ჩინეთის ასტრონომები, ძვ. წ. აღრ. 48 წ. მწუხარებით იტყობინებოდნენ, რომ მშვილდოსნის თანავარსკვლავედში, მოულოდნელად, ერთ–ერთმა დიდმა პლანეტამ არსებობა შეწყვიტა, რომელიც ჩინეთში «დრაკონის პლანეტის» სახელით იყო ცნობილი. ხოლო, ქვეყნის იმპერატორები თვლიდნენ, რომ მათი შორეული წინაპრები დედამიწაზე, სწორედ ამ პლანეტიდან ჩამოვიდნენ. ეს კი, იმის გამო მოხდა, რომ პლანეტა დაღუპვის საფრთხის წინაშე იდგა, სავარაუდოდ, მათი ვარსკვლავი თეთრ ჯუჯად უნდა გადაქცეულიყო. გადმოცემის თანახმად, პლანეტაზე იმიგრაციის პროგრამა დაიწყო, რომელიც წარმატებით განხორციელდა.

და ბოლოს, ცოტა ხნის წინ, გეტინგენის (გერმანია) უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ მათი მონაცემებით, იმ წლებში, რომელიც ძველ ხელნაწერებშია ნახსენები, მშვილდოსნის თანავარსკვლავედში მართლაც დაიღუპა პლანეტა. ამ ტრაგედიის მიზეზი ვარსკვლავის აფეთქება იყო, რომლის ირგვლივაც ის მოძრაობდა.

აქ კი, კითხვა ჩნდება, თუ რამდენი წლის წინ იყო დიდი გადმოსახლება? და ამ კითხვაზე პასუხს, «ჩი»–ს ხელნაწერი იძლევა — მასში ნათქვამია, რომ «ვარსკვლავიდან ჩამოსული ღმერთები» ჩინეთს 18 ათასი წლის მანძილზე მართავდნენ.


ეგვიპტე: ფარაონები — მიგრანტები არიან მარსიდან


თუ ჩინეთის პირველი იმპერატორები დედამიწაზე შორეული კოსმოსიდან ჩამოვიდნენ, ეგვიპტური ცივილიზაციის წარმომადგენლები ემიგრანტები იყვნენ მარსიდან. ამ ჰიპოთეზის ავტორებს, მთავარ მტკიცებულებად მარსზე აღმოჩენილი პირამიდები და სფინქსის სახე მოჰყავთ, რომელიც ეგვიპტეში არსებული პირამიდების და ქანდაკების ასლია.


image


image


გარდა ამისა, ამერიკელმა გენეტიკოსებმა, ფარაონების მუმიების ხანგრძლივი კვლევების შემდეგ, ახალი თეორია გაავრცელეს, რომლშიც აღნიშნულია, რომ ძველი მმართველების ძვლის ქსოვილებში ისეთი ელემენტი (გენი CXPAC-5) აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწელებისთვის დამახასიათბელი არ არის და აღნიშნული ანომალია, ფარაონების 90% არის დამახასიათებელი. ხოლო, თუ თანამედროვე ეგვიპტელებს შორის, ფარაონების შთამომავლები არიან, იმის ალბათობაც არსებობს, რომ დედამიწაზე უცხოპლანეტური წარმომავლობის ადამიანები ცხოვრობენ. გაგრძელება >>>


ინდოეთი: არიელები ორიონის თანავარსკვლავედიდან ჩამოვიდნენ


ინდოეთის 2 000 000 მეტ წმინდა ტექსტი, რომელიც, მეცნიერთა შეფასებით, ძვ. წ. აღრ. XVI–V სს. შექმნა, უამრავ სამეცნიერო ცოდნას და ტექნოლოგიის აღწერას შეიცავს, რომელიც თანამედროვე ადამიანისთვის ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელია.


image


* კერძოდ, ალბერტ აინშტაინმა სპეციალურად შეისწავლა სანსკრიტი, რომ თავისი აღმოჩენები ფიზიკის სფეროში, ვედებში მოცემული ცოდნისთვის შეედარებინა.
* თავის მხრივ, რობერტ ოპენჰაიმერმა, პირველი ატომური ბომბის ტესტების დროს, არაორაზროვნად მოახდინა «მაჰაბჰარატა»–დან ერთი სტრიქონის ციტირება: «თუ ცაში ათასი მზის სხივი გაბრწყინდა, ეს ყოვლისშემძლეს ბრწყინვალების მაგვარი იქნება. მე კი სამყაროების გამანადგურებელ სიკვდილად ვიქეცი».
image

მაგ., ვედებში, მოცემულია რიცხვი «პი»–ს მნიშვნელობა, მის ოფიციალურ აღმოჩენამდე, ათასობით წლით ადრე. სპეციალური განყოფილება შეიცავს დეტალურ ინფორმაციას პლასტიკური მედიცინის შესახებ. ხოლო, ქირურგებს 300-მდე სახის ოპერაციის გაკეთება და ადამიანის თითქმის ყველა ორგანოს პროთეზირება შეეძლოთ. გარდა ამისა, ვედები შეიცავს მზის სისტემის სტრუქტურის და ყველა პლანეტა, მათ შორის დედამიწაც, აღწერილია როგორც სფერო.

და რა თქმა უნდა, ვედებში არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საიდან მოვიდნენ ინდოელები. ძველი წყაროების მიხედვით, პირველ ინდოარიელთა წინაპრები, ღმერთების სახით, ჩვენს პლანეტაზე ორიონის თანავარსკვლავედიდან ჩამოვიდნენ. გადმოსახლების მიზეზი კი იგივეა, რაც ჩინეთის იმპერატორების შემთხვევაში — მშობლიური პლანეტის დაღუპვა.

imageამ ფაქტიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დედამიწა იდეალური ადგილია, რომელიც რამდენიმე კოსმოსურმა ცივილიზაციამ სიცოცხლის გასაგრძელებლად აირჩია და პლანეტაზე რამდენიმე რასა ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, ინდო-არიულ ვედებში არის გადმოცემული სრული სურათი, რომელიც იმდროინდელ მოვლენებს აღწერს, მათ შორის კოსმოსური ცივილიზაციების ცოდნის და ტექნოლოგიების დაკარგვის მიზეზებს.
უძველესი ტექსტები ამტკიცებენ, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე ომია, რომელიც ღმერთების შთამომავლებსა და ასურებს (ნახევარღმერთები) შორის, არსებებთან რომლებიც დემონებისგან წარმოშვნენ, მიმდინარეობდა. ხანგრძლივი დაპირისპირებისას ბირთვული, ვაკუუმური, კლიმატური, ლაზერული და კიდებ სხვა უძლიერესი იარაღის გამოყენება მოხდა. ბირთვული ომის შემდეგ გადარჩენილებმა კი, მომდევნო ათასწლეულების მანძილზე, თავისი წინაპრების ცოდნაც და ტექნოლოგიები დაკარგეს.


image


არხის სხვა სიახლეები:


* პუგაჩოვას “ბუნტი" – “ჩვენმა პრეზიდენტმა თავისი ყველა შესაძლებლობა ამოწურა"

* წარსულის 3 საიდუმლო, რომლის ამოხსნა ვერავინ შეძლო

* ერთი ფოტოს ისტორია – რა ბედი ეწია გასაყიდად “გამოტანილ" 4 ბავშვს

* “კონკიას" ჩინური ფესვები

* გიზის პირამიდების მიწისქვეშა სამყარო

* 10 შოკისმომგვრელი ფაქტი ჩრდ. კორეის შესახებ

* საოცარი ფოტოები, რომლებსაც ყურადღების მისაქცევად, ფოტოშოპი არ სჭირდება


0
1818
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1818
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0