საზოგადოებრივი «ეს რა სხეული შემომაპარეთ?» – თავის გადანერგვა და მედიცინის სხვა სასწაულები ძველ ეგვიპტეში 2019, 10 ივნისი, 10:46
ძველი ეგვიპტის შესახებ უამრავი ლეგენდა და ჭორი დადის. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ეკრანებზე ფილმი – «მუმია» გამოვიდა... და პირველ ადგილზე ამ ტყუილ-მართალ ამბებში, რა თქმა უნდა, პირამიდების მშენებლობის ისტორიებია, მეორეზე – მიცვალებულების ბალზამირება და საერთოდ, ძველი ეგვიპტის სამედიცინო ხელოვნების საკითხები. ძველი მსოფლიოს ავტორიტეტული ისტორიკოსების და გეოგრაფების წყაროებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ამ სფეროში, ეგვიპტელებს ფართო ცოდნა და გამოცდილება გააჩნდათ. გარდა ამისა, სამედიცინო სახის ცნობებს შეიცავს ტაძრის სვეტებზე და სტელებზე ამოტვიფრული იეროგლიფები და პაპირუსები, ძველი ეგვიპტური ცივილიზაციის შესახებ. ამ ჩანაწერების გაშიფვრის წყალობით, მსოფლიოს წინაში, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი გვერდი გაიხსნა – ბევრ სფეროში და მათ შორის, მედიცინაში, უჩვეულოდ მაღალგანვითარებული ძველი ეგვიპტელების ცოდნა. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ეგვიპტელებს გაძლიერებული ინტერესი ჰქონდათ მედიცინისადმი: ავადმყოფობისადმი მიზანმიმართული და მეცნიერული მიდგომები, წამლების მომზადების საკმაოდ რთული რეცეპტები — ეს ყოველივე, განცვიფრებას იწვევს არა მხოლოდ მსოფლიო საზოგადოებაში, არამედ, ამ საქმის მცოდნე პროფესიონალებშიც კი. მაგ., «სმიტის პაპირუსი» (XIX ს. II ნახევარში პაპირუსი ამერიკელი ეგვიპტოლოგის ედვინ სმიტის საკუთრებაში იყო), რომელიც ამერიკელმა ეგვიპტოლოგმა ბრესტიდმა თარგმნა და ჩვ. ერამდე 1550 წლით არის დათარიღებული, შეიძლება ითქვას, რომ «ქირურგიის სახელმძღვანელოა». პაპირუსი გაფორმებულია ადამიანის სხეულების შინაგანი ორგანოების და ასევე პოსტ-ოპერაციული პერიოდის ნახატებით. რაც იმაზე მეტყველებს, რომ მასში მოცემული ინფორმაცია, ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი არ არის და მის საფუძველს, სამედიცინო პრაქტიკის შედეგები წარმოადგენს. უდიდესი შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს ებერსის პაპირუსსაც, რომელიც გერმანელმა ეგვიპტოლოგმა ლაიფციგის მუზეუმისთვის შეიძინა და შემდეგ გამოაქვეყნა კიდეც. ძვ. წ. აღრ. 1500 წლით დათარიღებული პაპირუსი, მედიცინის თემაზე დაწერილი და ჩვენამდე მოსული, უძველესი წერილობითი წყაროა. ფორმის მიხედვით, – გრაგნილია, რომლის სიგრძე, დაახლოებით, 20 მ-ს შეადგენს. ის შეიცავს სხვადასხვა დაავადების მკურნალობის რეცეპტებს, დიაგნოსტირების აღწერას და რჩევებს. პაპირუსში არის კოსმეტიკური განყოფილებაც, რომელშიც მოცემულია ნაოჭების გასწორების, ხალის მოცილების, კანის ფერის შეცვლის, თმის და წარბების შეღებვის, თმის ზრდის დაჩქარების და სიელმის გამოსწორების რჩევები. პაპირუსის 877 პარაგრაფში, რეცეპტების გარდა, მოცემულია მოსაზრებები ცხოვრებისეულ პრობლემებზეც, ჯამრთელობაზე და სიკვდილზე. ჩვენამდე მოღწეული პაპირუსები, როგორც პალეოგეოგრაფიულმა კვლევამ და შინაარსმა აჩვენა, უფრო ადრინდელი სამედიცინო ტრაქტატების ასლებია. მაგ., იგივე ებერსის პაპირუსში, პირდაპირ არის მითითებული, რომ მასში მოცემული თმის ზრდის რეცეპტის მიხედვით წამალი, პირველად I დინასტიის ფარაონის დედისთვის მომზადდა (ჩვ. ერამდე, დაახლოებით, 3000 წ. წინ). ამავე პაპირუსში მოცემულია ინფორმაცია, სისხლძარღვების შესახებ, რომელიც ქ. ისნაში, I დინასტიის III ფარაონის მმართველობის დროს, ღმერთი ანუბისის სკულპტურის ქვეშ აღმოაჩინეს. იგივე ინფორმაციას შეიცავს ბერლინის პაპირუსშიც. ძველ ეგვიპტეში იცოდნენ ძვლების მოტეხილობის შეხორცების მეთოდები. თუმცა, პაპირუსებში მოტეხილობაზე არაფერი წერია და ამის მტკიცების საფუძველს, მუმიების ძვლები წარმოადგენს, რომლებსაც აშკარად ეტყობა მოტეხილობის და ქირურგიული ჩარევის კვალი. მაგ., კარგად შეზრდილი ძვლების კვალი აღმოჩენილია მუმიებზე, რომლებიც ძვ. წ. აღრ. III ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება. როგორც აღვნიშნეთ, ძველი ეგვიპტის მედიცინის შესწავლის წყარო, არქეოლოგიური მასალების გარდა, არქიტექტურული ძეგლებია. ტაძრებში შემორჩენილი ძველი გამოსახულებებით თუ ვიმსჯელებტ, ეგვიპტელი ქირურგებს შეეძლოთ კიდურების ამპუტაცია, ქილებით მკურნალობა. გათხრების დროს ნაპოვნი მისაწვავი ხელსაწყოები კი იმაზე მიუთითებს, რომ სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ, ქირურგები სისხლდენას ამოწვით აჩერებდნენ. ძველ ეგვიპტეში კარგად იყო განვითარებული სტომატოლოგიაც. ასეთი დასკვნის საფუძველს, არაერთი მუმიის კბილებზე შემრრჩენილი ბჟენები იძლევა.
დღეს, თანამედროვე ეგვიპტელი ფარმაკოლოგები, პაპირუსებში მოცემული რეცეპტებით, კბილის პასტებს ამზადებენ, ხოლო ექიმი-სტომატოლოგები მას პარადონტოზის მკურნალობისას იყენებენ. XX საუკუნიდან მოყოლებული, თავის ქალის ტრეპანაცია და სხვა რთული ოპერაციები, ყოველთვის გამაყუჩებლებით ტარდება. ძველ ეგვიპტეში იგივე მიზნებისთვის ოპოიდური ყაყაჩოს ექსტრაქტს იყენებდნენ, რომელიც კვიპროსზე მოჰყავდათ. ეს საშუალება მოთავსებული ჰქონდათ კერამიკულ ჭურჭელში, რომელიც ფორმით ყაყაჩოს თესლის კოლოფს ჰგავდა და ტაძრებთან არსებულ საავადმყოფოებში, ეგვიპტეში ფართოდ იყო გავრცელებული პროთეზირების პრაქტიკაც: ამოღებული კბილის ჩანაცვლება სპილოს ძვლის კბილით ხდებოდა, რიმელიც ჯანმრთელ კბილებზე ოქროს მავთულით მაგრდებოდა. ხოლო, უბედური შემთხვევის დროს, დაკარგული კიდურის ან მისი ნაწილის შეცვლა ხისგან გამოთლილი პროთეზით ხდებოდა. ასეთი პროთეზის ნიმუშების ნახვა მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმშია შესაძლებელი. მოცემულ სურათზე კი, მუმიის კიდურის ნაწილია, რომელიც ძ. წ. აღრ. XV საუკუნით არის დათარიღებული და დღეს კაოროს მუზეუმის ექსპონატია. ძველად ექიმებმა უფრო მეტი იცოდნენ ადამიანის ორგანიზმის შესახებ, ვიდრე დღეს იციან, — ამტკიცებს ფიზიოლოგიის დოკტორი ალ – ჰაფეზი. მან 2 წლის მანძილზე, ძვ. წ. აღრ. 2700-1250 წწ. დათარითებული, 231 მუმია შეისწავლა და არქეოლოგების და ისტორიკოსთა წრეებში ნამდვილი ფურორი გამოიწვია. მის მიერ ჩატარებული კვლევის დასკვნაში ისეთი ოპერაციების ნუსხაა წარმოდგენილი, რომ ზოგიერთი მათგანის დღეს ჩატარება შეუძლებელიც კი არის. მაგ., მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ ერთ მუმიას თავი ჰქონდა გადანერგილი. რაც იმას ნიშნავს, რომ იმ დროს ექიმებმა იცოდნენ, რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ, რომ ორგანიზმის იმუნიტეტის უჯრედებს უცხო ქსოვილების უარყოფა არ მოეხდინა. დოკ. ალ – ჰაფეზი თვლის, რომ ძველ ეგვიპტეში სამედიცინო ტექნოლოგიები და მკურნალობის მეთოდები ძალიან მათალ დონეზე იყო, მაგრამ ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, ბევრი რამ დავიწყებას მიეცა. რაც შეეხება ჰიგიენას, ეს საკითხები რელიგიური კანონმდებლობით რეგულირდებოდა, რომლის მიხედვით: მორწმუნე ეგვიპტელს ყოველთვის სუფთა ტილოს ქსოვილის სამოსი უნდა სცმოდა, დღეში რამდენჯერმე უნდა დაებანა და სახლი დაესუფთავებინა. მაგრამ, ამის მიუხედავად, მთელი ეგვიპტე დატილიანებული რომ იყო – ესეც ფაქტია. 1889 წელს, ქ. კაჰუნას მახლობლად აღმოაჩინეს პაპირუსი, რომელიც ძვ. წ. აღრ. დაახლოებით, 2000 წლით არის დათარიღებული, რომელიც ინფორმაციას შეიცავს იმ პერიოდის მეანეობის და გინეკოლოგიის შესახებ. მასში ინფექციების დიაგნოსტირების 17 მეთოდის და მკურნალობის საშუალებების გარდა, ჯერ კიდევ მუცლად მყოფი ბავშვის სქესის დადგენის ხერხია მოცემული.
ასე, რომ, თუ საოცრება მოხდა და ძველი ეგვიპტელი ექიმი ან პაციენტი ჩვენს საავადმყოფოში ან პოლიკლინიკაში მოხვდა, ნამდვილად არ დაიბნევა.
5362 6-ს მოსწონს
|