საბუნებისმეტყველო თავის ტვინს, დამოუკიდებლად, სხეულის გარეშე არსებობა უკვე შეუძლია! 2018, 22 მაისი, 9:32 წლების მანძილზე, ბევრი მკვლევარი ცდილობდა, ისეთი ტექნოლოგია შეემუშავებინა, რომელიც ტვინს, სხეულის გარეშე, სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა. ამ თემასთან დაკავშირებით, არაერთი კომიქსი, ფილმი და რომანი არის შექმნილი. მათ შორის, გურამ ფანჯიკიძეს «სპირალი» (1985 წ.), რომელიც გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. ის რაც აქამდე ფანტაზიის სფეროს განეკუთვნებოდა, დღეს - რეალობად იქცა! იელის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, შეძლეს და სხეულიდან სრულიად გამოყოფილ ტვინს, სიცოცხლე აუხანგრძლივეს. მართალია, ადამიანებზე ექსპერიმენტის ჩატარებამდე საქმე ჯერ-ჯერობით არ მისულა, მაგრამ მეცნიერების მიერ მიღებული შედეგი, მართლაც რომ წინ გადადგმული ნაბიჯია და თან ძალიან დიდი ნაბიჯი. მომავალში მეცნიერები ექსპერიმენტების ჩატარებას ადამიანზეც გეგმავენ. თუმცა, ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად, მათ ხელისუფლები ნებართვის გარდა, არაერთი ეთიკური საკითხის მოგვარებაც დასჭირდებათ. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: სუიციდი ორგანული დაავადების შედეგი არის, რომლის პროგნოზირებაც შეიძლება
461 6-ს მოსწონს
|