x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მესამე თვალი – მეექვსე გრძნობა თუ რეალური ორგანო?
image


მესამე თვალი — არის სინათლის შეგრძნების ორგანო, რომელიც ზოგიერთი სახეობის უყბოებს, თევზებს, ამფიბიებს და ქვეწარმავლებს აქვთ. ეს ორგანო შეიგრძნობს სინათლის ინტენსივობას, მაგრამ არ იძლევა გამოსახულებას. ის ისე ფუნქციონირებს, როგორც ენდოკრინული ჯირკვალი – მონაწილეობას ღებულობს ბევრ დღე-ღამურ და სეზონური რიტმების რეგულირებაშო და შესაძლებელია თერმორეგულირებაშიც კი. ზოგიერთი ამფიბიისთვის და ქვეწარმავლისთვის ის აუცილებელია სივრცეში ნორმალურად ორიენტირებისთვის, რაც იმით აიხსნება, რომ ამ თვალის მეშვეობით, ცხოველს მზის სხივის მიმართულების განსაზღვრა შეუძლია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული თვალის ფუნქცია ბოლომდე არ არის შესწავლილი.

მესამე თვალი უფრო პატარა ზომის არის, ვიდრე ჩვეულებრივი თვალები და ზემოდან ტყავი აქვს გადაკრული. მაგრამ, ეს ტყავი უფრო თხელია, ვიდრე ის რომელიც სხეულის დანარჩენ ნაწილს ფარავს. ხშირ შემთხვევაში, ის პატარა ზომის ღრუში არის მოთავსებული, თავის ქალის ზედა ნაწილზე. მას აქვს ბადურა, ნერვი, ბროლის ანალოგიური ორგანო, მაგრამ არა აქვს ფერადოვანი გარსი, ქუთუთოები და თვალის კუნთი.


image


მესამე თვალი სხვადასხვა ცხოველებს, განსხვავებული ჩანასახოვანი ორგანოებიდან უნვითარდებათ. ეს არის თავის ტვინის სიახლოვეს განთავსებული პინეალური ორგანოები, რომლებიც ხერხემლიანების ყველა წარმომადგენელს აქვს. მაგრამ, ზემოთ ჩამოთვლილი ცხოველების სახეობების გარდა, თვალის ფორმა არა აქვს. ხშირ შემთხვევაში, ის ძალიან შემცირებულია ან ვიზუალურად საერთოდ არ ჩანს. ძუძუმწოვრებს და ფრინველებს ეს ორგანო თავის ქალის ქვეშ ან საერთოდ, თავის ტვინის სიღრმეში აქვთ მოთავსებული, ეპიფიზის სახით.


image


image

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* 100 საინტერესო ფაქტი ცხოველების შესახებ

* საინტერესო ფაქტები ცხოველების შესახებ

* იდუმალებით მოცული 12 ცხოველი

* დედამიწაზე ყველაზე ხანდაზმული ორგანიზმების TOP -10 (188 წლის ასაკიდან - უკვდავებამდე)

* ქამელეონის ნამდვილი ფერი

* სამოთხის ფრინველი – ყველაზე ლამაზი ფრინველი დედამიწაზე

* სამეცნიერო ტყუილები, რომლებსაც ბავშვებს სკოლაში ასწავლიან

* რა მოხდება ქვეყანაში, ყველაფერი უფასოდ რომ იყოს და ყველა უზრუნველად რომ ცხოვრობდეს

0
348
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
348
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0