x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დედამიწაზე ყველაზე ხანდაზმული ორგანიზმების TOP -10 (188 წლის ასაკიდან - უკვდავებამდე)

2011 წელს ერთ-ერთმა ბრიტანელმა მკვლევარმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა, რომ ჩვენს თაობაში უკვე დაიბადნენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ 150 წელი იცოცხლონ. ეს თუ სიმართლე არის, დასახელებული ვადა, არც ისე დიდია, პლანეტაზე მცხოვრები ბევრი ორგანიზმის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან შედარებით. იმისთვის რომ ასობით და ათასობით წელი იცოცხლოთ, ბაქტერიად ან მცენარედ უნდა დაიბადოთ. თუმცა, 150 წელიც შთამბეჭდავი ასაკია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არიან ორგანიზმები, რომლებიც კლონებით მრავლდებიან და ჩვენი პლანეტის მუდმივი მაცხოვრებლები არიან.

მაშ, ასე. წარმოგიდგენთ, ყველაზე ხანდაზმული ორგანიზმების ათეულს


დედამიწაზე ყველაზე ხანდაზმული ორგანიზმების  TOP -10

სხივებიანი კუ (188 წლის). ეს ასაკი დოკუმენტალურად დადასტურებულია. ოფიციალური დასკვნის მიხედვით, კაპიტანმა კუკმა, კუ სახელად ტუი მალილა, ტონგოს კუნძულის ბელადს აჩუქა. მან 188 წ. იცოცხლა და 1965 წელს მოკვდა. ამ სახეობის კუები, მხოლოდ მადაგასკარზე ცხოვრობენ და გადაშენების ზღვარზე იმყოფებიან.




დედამიწაზე ყველაზე ხანდაზმული ორგანიზმების  TOP -10

გრენლანდიური ვეშაპი (211 წლის). თავდაპირველად ითვლებოდა, რომ ამ სახეობის ვეშაპები მხოლოდ 70 წელს ცოცხლობდნენ. მაგრემ შემდეგ, ერთი ვეშაპის სხეულში აღმოაჩინეს ჭვილთის ბუნიკი, რომელიც XIX საუკუნით იყო დათარიღებული! სხვა მტკიცებულებები იმისა, რომ გრენლანდიური ვეშაპი 200 წელზე მეტ ხანს ცხოვრობს, მიღებულია ვეშაპის თვალისა და კბილის ამინომჟავების შესწავლის შედეგად.



დედამიწაზე ყველაზე ხანდაზმული ორგანიზმების  TOP -10

Arctica islandica სახეობის მოლუსკები (500 წელს). გარეგნულად ეს მოლუსკები, არაფრით განსხვავდებიან ანალოგიური სახეობის სხვა წარმომადგენლებისგან, მაგრამ მათ ნიჟარებზე ასაკის რგოლების დადგენის შემდეგ, დადგინდა, რომ ისინი 300 წელზე მეტ ხანს ცხოვრობენ. ყველაზე ხანდაზმული მოლუსკა, რომელიც დღემდე არის აღმოჩენილი და შესწავლილი, 507 წლის მინია.




დედამიწაზე ყველაზე ხანდაზმული ორგანიზმების  TOP -10

სოკო (2 400 წლის). 2003 წელს აღმოჩენილმა მანჭკვალამ (ლათ. Armillaria solidipes (მუქი მანჭკვალა) დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია სამეცნიერო წრეებში, რადგან ის 2400 წლის იყო. სოკო მიწის ქვეშ, დაახლოებით 5 კმ² არის გავრცელებული და ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული მაცხოვრებელია დედამიწაზე.



დედამიწაზე ყველაზე ხანდაზმული ორგანიზმების  TOP -10

მთათაშუეთის ფხიანი ფიჭვი (ლათ. Pinus longaeva)(5 000 წლის) — მომცრო ზომის წიწვოვანი მცენარეა. ხშირ შემთხვევაში, ხის წვერი აქეთ-იქით აქვს გადაღუნული. განსაკუთრებული სილამაზით არ გამოირჩევა, სამაგიეროდ ათასობით წლის მანძილზე შეუძლია რომ იცოცხლოს. ყველაზე ხნიერი ფიჭვი, რომელიც დღემდე არის აღმოჩენილი, 5062 წლის არის.



დედამიწაზე ყველაზე ხანდაზმული ორგანიზმების  TOP -10

სამკბილა ლარია (ლათ. Larrea tridentata) (11 000 წლის) — ბუჩქნარი, რომლის ფოთლებსაც სამკურნალო თვოსებები აქვა. 1970 წელს აღმოაჩინეს რომ წრიული ფორმის ბუჩქნარი, მოჰავეს უდაბნოში (აშშ-ს სამხ-დას.), არის ერთი მთლიანი ორგანიზმი — ე. წ. «კლონირებული კოლონია». ბუჩქის ტოტები რამოდენიმე ასეულ წელს ცხოვრობს, ხოლო ფესვთა სისტემა, პრაქტიკულად, მარადიულია.



დედამიწაზე ყველაზე ხანდაზმული ორგანიზმების  TOP -10

ბაქტერია (34 000 წლის). ოფიციალურად დადგენილია, რომ ბაქტერიების შტამის (გერ.-დან Stamm — «განშტოება», «გვარი») ასაკი 34 ათასი წელია (ბიონარული ანუ მექანიკური გაყოფით მრავლდებიან ე. ი დღეს არსებული ბაქტერია, 34 ათასი წლის წინ არსებული ბაქტერიის ნაწილია). მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერებმა შეძლეს 250 მლნ. წლის მარილის კრისტალიდან ამოღებული ბაქტერიის გაცოცხლება.



დედამიწაზე ყველაზე ხანდაზმული ორგანიზმების  TOP -10

მთრთოლავი ვერხვი (ლათ. Pópulus tremuloídes)(80 000 წლის). კლონებისგან შემდგარი კოლონია — უკვდავების ყველაზე საიმედო გზა არის. ამას ეტყობა ვერხვებიც მიხვდნენ, რადგან ცალკე მდგარი ვერხვი, მხოლოდ 130 წელს ცოცხლობს, ხოლო კლონური კოლონია, რომელიც ცნობილია პანდოს სახელით (იუტას შტატი, აშშ) უკვე 80 ათასი წლის მანძილზე არსებობს, სადაც გამუდმებით იზრდებიან ახალ-ახალი «ბავშვები».



დედამიწაზე ყველაზე ხანდაზმული ორგანიზმების  TOP -10

პოსიდონია (лат. Posidonia) (200 000 წლის) — მცენარე «ზღვის ბალახის» გვარიდან, გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვაში. პოსიდონიის ერთ-ერთი სახეობის (Posidonia oceanica) დნმ-ის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ამ მცენარეების კოლონიას შეუძლია 100-დან 200 ათას წლამდე იცოცხლოს. ამ მცენარეების არსებობას დედამიწაზე, სერიოზულ საფრთხეს გლობალური დათმობა უქმნის.



დედამიწაზე ყველაზე ხანდაზმული ორგანიზმების  TOP -10

მედუზა Turritopsis dohrnii — სავარაუდოდ, უკვდავი არსებაა. ბევრი მედუზა სიცოცხლეს გაუნძრეველი პოლიპის სახით იწყებს და მხოლოდ Turritopsis-ს შეუძლია უკუსვლა და პოლიპის მდგომარეობაში დაბრუნება. თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ავადმყოფობით ან სიბერით, Turritopsis ბრუნდება პოლიპის სტადიაში და იკეთებს კლონ-კვირტებს. ასეთი ციკლის გაგრძელება მუდმივად შეიძლება.

0
676
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
676
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0