x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქამელეონის ნამდვილი ფერი

ქამელეონის ნამდვილი ფერი


ფართოდ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს ქამელეონი ფერს გარემოს ფონის მიხედვით იცვლიან, სიმართლეს არ შეესაბამება. ქამელეონები ფერს იცვლიან, მაგრამ არა გარემოს გამო, არამედ იმისთვის რომ ერთმანეთს დაეკონტაქტონ. ფერის ცვლილებით, ისინი თავიაანთ მდგომარეობას გადმოსცემენ: აგრესიას, შეწყვილების სურვილს, მუქარას, სტრესს ან მშვიდ მდგომარეობას.

ქამელეონის ნამდვილი ფერიანუ ქამელეონის შეფერილობა, მის ემოციურ მდგომარეობაზე არის დამოკიდებული და თუ ისე მოხდა რომ ცხოველის ფერი, გარემოს ფონს ემთხვევა, სწორედაც რომ ეს დამთხვევაა და მეტი არაფერი.

ქამელეონის ნამდვილი ფერი

ქამელეონის ნამდვილი ფერიმითი იმის შესახებ, რომ ქამელეონი ფერს გარემოს ფონის მიხედვით იცვლის, ძვ. წ. აღრ. 240 წ. ანტიგონემ დაწერა თავის შრომაში. ის ნაკლებად ცნობილი ბერძენი მწერალი იყო, ძირითადად მოკლე ისტორიებს და ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს წერდა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა არაერთხელ უარყვეს «გარემოს ფონის» თეორია, სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ეს არის ერთადერთი რამ, რაც ადამიანების უმრავლესობამ «იცის» ქამელეონის შესახებ.


ფერის მართვის მექანიზმი


დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა, რომ ქამელეონის ფერის ცვლილება, კანის წანაზარდოვან უჯრედებში, ფერის პიგმენტების გადაადგილებით ხდებოდა. მაგრამ, ჟენევის უნივერსიტერის მკვლევარებმა, პიგმენტური უჯრედების კანის ქვეშ, უჯრედების კიდევ ერთი ფენა აღმოაჩინეს, რომელიც ბადისებურად განლაგებულ ნანოკრისტალებს შეიცავს. აღმოჩნდა, რომ ქიმიური შენაერთების ზეგავლენით, ეს კრისტალები მართვადი ხდება. როდესაც კრისტალებს შორის მანძილი იცვლება, იცვლება ქამელეონის შეფერილობაც: სპექტრის ლურჯი ფერიდან - მწვანემდე და შემდეგ — წითლამდე.

ქამელეონის ნამდვილი ფერი

დამორჩილება:

როდესაც ქამელეონს უნდა თანამოძმისათვის არააგრესიული განწყობილების ჩვენება —

მაგ., წაგებული ბრძოლის შემდეგ, — ამ დროს, მუქი ფერის მელანინის პიგმენტები, კანის ზედა ფენებში ინაცვლებს. ქამელეონზე დაცემული სინათლის სხივი მთლიანად (ან თითქმის მთლიანად) შთაინთქმება და ქამელეონი მუქი ფერის ხდება.

სიმშვიდე:

ქამელეონის ჩვეულებრივი ფერი მწვანე ან რუხია. მწვანე და ლურჯი ფერები მჭიდროდ დაპრესილი ნანოკრისტალებიდან აირეკლებია, ხოლო წითელი და ყვითელი პირიქით, შთაინთქმება.

აღგზნება:

ქამელეონის ღია ფერი იმაზე მიუთითებს, რომ ის აგრესიულად არის განწყობილი ან რომ მზად არის შეწყვილებისთვის. როდესაც ცხოველი ამ მდგომარეობაშია, ნანოკრისტალები აქეთ-იქით იწევა და კანიდან წითელ, ყვითელი და ნარინჯისფერი სინათლის ტალღები აირეკლება.

0
431
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
431
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0