x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
,,კონკიას" ჩინური ფესვები

image


ისტორია კონკიაზე – ღარიბ, მაგრამ ლამაზ გოგონაზე, რომელსაც დედინაცვალი და დები გამუდმებით ამცირებენ და საქმის კეთებას აიძულებენ... და რომელიც, ბოლოს პრინცესა გახდა, ყველასთვის ცნობილია. თუმცა, ბევრმა არ იცის, თუ საიდან გაჩნდა ეს იდეა? არა, ის შარლ პეროს არ ეკუთვნის, რომელიც ამ ზღაპრის ყველაზე ცნობილი რედაქტორია. ზღაპარმა, ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, მრავალი ვარიაცია გამოიარა, და უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი მათგანი, დღევანდელი სტანდარტებით, ბავშვებისთვის ძილის წინ მოსაყოლად, სრულიად შეუფერებელია...

ამასთან, კონკიას სახელი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად ჟღერს: მაგ., ალბანეთში ის ჰირუშაა, შვედეთში – ასკუნგენი, მონღოლურ ვარიანტში – უნსგელანი, ფრანგულად – სინდრილონი, ინგლისურად – სინდერელა და ა. შ.

ყველაზე ძველი ცნობა ასეთი ზღაპრის სიუჟეტის შესახებ, არც მეტი, არც ნაკლები 860 წლით არის დათარიღებული და ის ჩინეთში აღმოაჩინეს: ჩინელი ლამაზმანი იე სიანი, რომელიც საკთარ მხარეში, გულკეთილობით და გამრჯეობით იყო ცნობილი, თევზს პოულობს, რომელშიც დედამისის სული იყო ჩასახლებული. მაგრამ, ბოროტი დედინაცვალი და მამის გერები მას კლავენ. გოგონა, დედის სახსოვრად, თევზის ძვლს ინახავს, რომელიც ჯადოსნური აღმოჩნდა... ბოლოს, ძვლები ლამაზ კაბად გადაიქცევა და მას კონკია, სასახლეში, ახალ წელთან დაკავშირებით, გამართუ მეჯლისზე იცვამს. მეჯლისზე მისულ იე სიანს დედინაცვალი იცნობს და გოგონა იქიდან გარბის. გზაში ის ფეხსაცმელს კარგავს და მას გოგონაზე შეყვარებული მეფე იღებს. მისი მეშვეობით, ის იე სიანს პოულობს. მეფე გოგონას მისი ბოროტი ოჯახისგან იხსნის და თავის სასახლეში მიჰყავს.


image

imageimageimageimage




0
480
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
480
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0