x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
დღის ფაქტი-1928 წლის 18 ნოემბერს გაიმართა უოლტ დისნეის "მიკი მაუსის" პრემიერა
image

მიკი მაუსი თავდაპირველად გამოჩნდა ტესტური ჩვენებისას, ფილმში შეშლილი თვითმფრინავი.

ოფიციალური დებიუტი კი შედგა მოკლემეტრაჟიან Steamboat Willie-ში (1928), რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი ხმოვანი ანიმაციური ფილმი.image

მიკი სულ 130-ზე მეტ ფილმში მონაწილეობს. იგი ძირითადად მოკლემეტრაჟიანი ფილმების პერსონაჟია, თუმცა ჩნდება სრულმეტრაჟიან ფილმებშიც. მისი მონაწილეობით ათი ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე, აქედან ერთ-ერთი, Lend a Paw, გახდა 1942 წლის ცერემონიის გამარჯვებული.imageimage


1978 წელს მიკი იქცა პირველ ანიმაციურ პერსონაჟად, რომელსაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. მიკი ძირითადად ჩნდება მეგობარი გოგონა მინი მაუსის, ძაღლ პლუტოს, დონალდ დაკისა და გუფის პერსონაჟებთან. image
თავდაპირველად იგი ოხუნჯი ანტიგმირი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში გარდაიქმნა თავგადასავლების მოყვარულ პერსონაჟად.imageimage

0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0