სხვა უფრო მეტი, ვიდრე ზღაპარი 2018, 22 აპრილი, 9:42 როგორც კლაივ ლუისი წერდა: «ოდესმე თქვენს ცხოვრებაში დადგება პერიოდი, როდესაც ისევ ზღაპრების კითხვას დაიწყებთ» და როდესაც საბავშვო წიგნს ხელში ავიღებთ, მივხვდებით, რომ ზღაპრებში უფრო მეტი აზრია, ვიდრე გვგონია. მათი გადაკითხვა ბევრჯერ შეიძლება და ყოველ ჯერზე, რაღაც ახალს და უფრო ღრმას აღმოვაჩენთ. პამელა ტრავერსი «მერი პოპენსი»— ჩვენც ვიქნებით, მერი პოპენს? — ვიქნებით რა? — დღეგრძელები და ბედნიერები? — შესაძლებელია... ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული... — რაზე? მან ნაზად და სევდიანად გაიღიმა. — მხოლოდ თქვენზე! ალან ალექსანდრ მილნი «ვინი პუჰი»— სად მიდიხარ? — არ ვიცი. — მაშინ ერთი გზა გვქონია. *** ლექსების წერის საუკეთესო ხერხი – ნივთებისთვის უფლების მიცემაა, დადგნენ იქ, სადაც თავად უნდათ. *** ჩასაფრება – ეს სიურპრიზის მაგვარი რაღაც არის. ***სუფრასთან გამუდმებით მეგონა, რომ ვიღაც ძალიან ბევრს ჭამდა! მაგრამ, ზუსტად ვიცოდი, რომ «ვიღაც» – მე არ ვიყავი! იგორ ფარბარჯევიჩი «ნაძვის ვაშლი»— რა კარგია რომ მოხვედი, შვილო! — გაუხარდა მოხუც მელას. — მარწყვის მურაბის ღვეზელი გამოვაცხვე. ახლა ჩაის დავლევთ. ტუვე იანსონი «მუმი-ტროლები»შეგიძლია დაწვე ხიდზე და უყურო, თუ როგორ მიედინება მდინარე. ან შეგიძლია, ჭაობში იხეტიალო, წითელი ჩექმებით, ან სახლში მოკალათდე და უსმინო, თუ როგორ ეცემა სახურავს წვიმის წვეთები. ელინორ პორტერი «პოლიანა»მას შემდეგ, რაც დისშვილს დღის განრიგი გააცნო, მის პოლი სკამიდან ადგა და გასასვლელისკენ გაემართა. მარჯერ უილიამსი «ველვეტის კურდღელი»— შენ მხოლოდ მაშინ ხდები ნამდვილი, — არწმუნებდა ველვეტის კურდღელს ძველი, ბრძენი ტყავის ცხენი, — თუ ვიღაცას ძალიან დიდ ხანს უყვარხარ. უბრალოდ კი არ თამაშობს შენთან, ნამდვილად უყვარხარ. ლუის კეროლი «ალისა საოცრებათა ქვეყანაში»— მითხარით, თუ შეიძლება, აქედან სად უნდა წავიდე? ჰანს კრისტიან ანდერსენი «გარეული გედები»ელიზამ დახედა სანაპიროზე ზღვის მიერ გამორიყულ ქვებს, — წყალს ისე დაუმუშავებია ისინი, რომ სრულიად გლუვი და მრგვალები იყო. იწვე სხვა ნივთებიც ეყარა, რომლებსაც ასევე ეტყობოდა ზღვის მოქმედების კვალი. ხოლო წყალი, ელიზას ხელებზე უფრო რბილი იყო და გოგონამ გაიფიქრა: «ტალღები დაუღალავად ევლებიან ქვებს, ერთიმეორეს მიყოლებით და ნელ-ნელა ამუშავებენ ყველაზე მაგარი ნივთების ზედაპირს. მეც მათსავით დაუღალავი ვიქნები! მადლობა, გაკვეთილისთვის, ნათელო, სწრაფო ტალღებო!» 207 4-ს მოსწონს
|