სხვა იგავი სამოთხეში შესვლაზე 2015, 3 ივლისი, 20:20 მოკვდა ადამიანი. მას ძაღლი გვერდით მიუწვა და ისიც მოკვდა. ადამიანის სული კარიბჭესთან აღმოჩნდა, რომელსაც “სამოთხე" ეწერა. მის გვერდით ძაღლის სული იდგა. კარიბჭეზე კიდევ ერთი წარწერა იყო: “ ძაღლით შემოსვლა აკრძალულია!" არ შევიდა კარიბჭეში ადამიანი და გზა გააგრძელა. მიდის და მეორე კარიბჭე დაინახა, რომელზეც არაფერი არ ეწერა და მხოლოდ მოხუცი იჯდა შესასვლელთან. - მაპატიეთ, პატივცემულო... - მე, პეტრე ვარ. - ამ კარს მიღმა რა არის? - სამოთხე. - ძაღლთან ერთად შესვლა შეიძლება? - რა თქმა უნდა. - აბა იქ რომ კარი იყო... - ის ჯოჯოხეთის კარი იყო. სამოთხემდე მხოლოდ ის მოდის, ვინც მეგობარს არ ტოვებს, საკუთარი გამორჩენის მიზნით. 590 13-ს მოსწონს
|