x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მისი ყველა წინასწარმეტყველება ახდა... და რას უნდა ველოდოთ მომავალში?

ცნობილი მწერალ-ფანტასტის და ამ ჟანრში, უამრავი წიგნის ავტორის, აიზეკ აზიმოვის (Isaac Asimov) წინასწარმეტყველება, რომელიც ერთი მეორის მიყოლებით ხდება, შოკში აგდებს მსოფლიო საზოგადოებას.

შორეულ, 1964 წელს, ნიუ-იორკში უახლესი ტექნოლოგიების მსოფლიო გამოფენა ჩატარდა და The New York Times–ის ჟურნალისტები მწერლის აზრით დაინტერესდნენ, მომავლის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.


image


იმან, რაც მაშინ მწერალმა თქვა, ირგვლივ მყოფების ღიმილი გამოიწვია. საინტერესო იქნებოდა, მათი რეაქცია ახლა, როდესაც ის ყველაფერი მართლა არსებობს...


1. სმარტფონი

აიზეკ აზიმოვმა იწინასწარმეტყველა, რომ ტელეფონი პორტატიული გახდებოდა. მას ექნებოდა ეკრანი. ხოლო, ხელოვნური თანამგზავრის მეშვეობით, აბონენტი, პლანეტის ნებისმიერ წერტილში, კავშირის განხორციელებას შეძლებდა. ასევე მან აღნიშნა, რომ მომავალში, ადამიანი ტელეფონის ეკრანზე დაინახავდა იმას, ვისაც იმ მომენტში, ესაუბრებოდა და მისი გამოყენება, სურათების გადასაღებად და წიგნის წასაკითხადაც იქნებოდა შესაძლებელი.



2. ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი

მწერლის თქმით, მომავალში სურათივით ტელევიზორები იქნებოდა და მას კედელზე ჩამოკიდებდნენ.



3. 3D-კინო

მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალში, კინო მოცულობითი გახდებოდა. ისეთივე იქნებოდა, როგორიც თეატრი არის და მისი ნახვის შესაძლებლობა, როგორც კინოთეატრებში, ისე ჩვეულებრივ ტელევიზორებში იქნებოდა შესაძლებელი.



4. ტაიმერი ტექნიკაზე

აზიმოვი ამბობდა, რომ მთელი ტექნიკა ტაიმერებით იქნებოდა აღჭურვილი და დროის ათვლა მოხდებოდა, მაგ., კერძის ან ყავის მომზადებამდე.




5. ნახევრად ფაბრიკატები

საყინულეები სავსე იქნება ნახევრად მომზადებული კერძებით, რომლებსაც გააცხელებენ, სრულფასოვანი სადილის ან ვახშმის მოსამზადებლად. მაგრამ, კულინარია არ გაქრება და სამზარეულოს მომავალშიც გამოიყენებენ.



6. უკაბელო ტექნოლოგიები

მწერალმა იწინასწარმეტყველა, რომ მომავალში, თითქმის მთელი ტექნიკა, სადენების გარეშე იმუშავებდა.



7. რობოტები და კომპიუტერიზაცია

მისი თქმით, კომპიუტერი იმდენად გავრცელდებოდა, რომ სასწავლო პროგრამის ნაწილი გახდებოდა. ხოლო, სპეციალური პროგრამებით აღჭურვილი რობოტები, ადამიანების ნაცვლად იმუშავებდნენ.



8. მარსის კვლევა

ფანტასტს არ უწინასწარმეტყველია, რომ ადამიანები მარსზე ჩავიდოდნენ. მაგრამ, მან თქვა, რომ ჩვენს ნაცვლად წითელ პლანეტას მანქანები გამოიკვლევდნენ და ამ შემთხვევაშიც, მართალი აღმოჩნდა.



9. მზის ელექტროსადგურები

იმ დროს, მზის ბატარეებს მხოლოდ კოსმოსურ ტექნოლოგიებში მოიხმარდნენ და მწერალმა, რა თქმა უნდა, ამის შესახებ იცოდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ მომავალში აუცილებლად იქნებოდა ელექტროსადგურები, რომლებიც მთლიანად მზის ენერგიის პანელებით იქნებოდა აღჭურვილი.



10. ინტერნეტი და საიტები

მისივე თქმით, მომავალში იარსებებდა ინფორმაციის უძირო საცავი, რომლიდანაც ინფორმაციის მიღებას, სპეციალური ქსელური კავშირების გამოყენებით, ნებისმიერი ადამიანი შეძლებდა.


არის ისეთი წინასწარმეტყველება, რომელიც ჯერ არ ამხდარა ან შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ ახდა. მაგ., მიწისქვეშა ქალაქების და მფრინავი ავტოტრანსპორტის არსებობა. თუმცა, ეს მხოლოდ ჯერ-ჯერობით...


image

არხის სხვა სიახლეები:


* ძალზე საშიში და უცნაური ფაქტები

* ტექნიკური სახელმძღვანელო დაქირავებული მკვლელებისთვის

* 15 ფოტო სერიიდან – "მოგეჩვენათ" ("საშიში სიტუაციები")



5
1875
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1875
  
2023, 4 მაისი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 3 მაისი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 2 მაისი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 28 აპრილი, 22:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 27 აპრილი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5