x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ძალზე საშიში და უცნაური ფაქტები

მსოფლიო კულტურების უმრავლესობაში, მიცვალებულებს მიწის ქვეშ მარხავენ და ამ ადგილის მოსანიშნად, საფლავის ქვას დებენ ან მემორიალურ დაფას აყენებენ. თუმცა, ჩინეთის, ინდონეზიის და ფილიპინების ზოგიერთი ხალხები, მიცვალებულებს კუბოებით, პირდაპირ კლდეზე ჰკიდებენ. ერთ–ერთი ადგილი, რომელიც დაკიდებული კუბოებით არის ცნობილი, — საგადას მუნიციპალიტეტია, ფილიპინებზე. იქ, ამ ტრადიციას, დღესაც მისდევენ...image



ზედა რუკაზე ნაჩვენებია, აშშ–ში ადამიანების იდუმალ ვითარებაში გაუჩინარების შემთხვევები. ხოლო, ქვედა რუკაზე — უდიდესი გამოქვაბულების სისტემები.image



ეს ფოტო, კანადელმა წყვილმა, რამდენიმე წამით ადრე გადაიღო, ვიდრე მათ ცუნამის ტალღა წაიღებდა, რომელიც ტაილანდს 2004 წელს დაატყდა თავს.image



ვიქტორიანულ ინგლისში, ნათესავები სამახსოვროდ, მიცვალებულებს ფოტოებს რეალურ პოზებში უღებდნენ... და ამისთვის, სპეციალური მოწყობილობაც კი არსებობდა.
იმ პერიოდში, ფოტოხელოვნება სიახლე იყო და ხშირ შემთხვევაში, ეს სურათი ადამიანისთვის პირველი და უკანასკნელი იყო. განსაკუთრებით, ახალშობილების და ბავშვების შემთხვევაში. ხანდახან, თვალებს ფოტოზე, მისი გამჟღავნების შემდეგ ახატავდნენ, რომ ადამიანისთვის უფრო «ცოცხალი» იერი მიენიჭებინათ. imageimage



XVIII–XIX საუკუნეში შექმნილი, ზოგიერთი წიგნის ყდა ადამიანის კანით იყო გაკეთებული.
დღეს ეს წიგნები ანთროპოდერმული ბიბლიოთეკის სახელით არის ცნობილი. წიგნის ყდის დამზადება, ისევე ხდებოდა, როგორც სხვა წიგნებისთვის, იმ განსხვავებით, რომ ცხოველის ტყავის ნაცვლად, – ადამიანის კანი გამოიყენებოდა. დღემდე ათამდე ასეთი წიგნია შემორჩენილი (ეს მხოლოდ შემოწმებული! ისე, შეიძლება, უფრო მეტიც იყოს).image



ტყავიანი კუ — ყველაზე დიდი არის, კუს სახეობებს შორის. დღემდე აღმოჩენილი ყველაზე დიდი კუს სხეულის სიგრძე 2, 6 მ–ია, ხოლო მასა — 916 კგ. (სხვა მონაცემით, მისი სხეულის სიგრძე 2, 5 მ. იყო, ხოლო მასა, — 600 კგ.). ხოლო, ეს, ამ კუს პირის ღრუ არის.image



1969 წელს ამერიკელმა მუსიკოსმა და მომღერალმა ჯიმ სალივანმა ალბომი ჩაწერა, სახელწოდებით — «ამო». ის მღეროდა, იმის შესახებ, თუ როგორ დატოვა ოჯახი და როგორ გაიტაცეს უდაბნოდან უცხოპლანეტელებმა.

6 წლის შემდეგ, მისი ავტომობილი, ნიუ-მექსიკოს უდაბნოში, რანჩოზე ნახეს, თავად მუსიკოსი კი, უკვალოდ გაქრა...image



ნაჩეზის (მისისიპის შტატი, აშშ) საქალაქო სასაფლაოზე, 10 წლის ფლორენც ირენ ფორდის საფლავი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ გამოიყურება. მაგრამ, საკმარისია ახლოს მიხვიდეთ და... გოგონა 1871 წელს გარდაიცვალა და დედამისის თხოვნით, საფლავის ქვის უკან, კიბე გააკეთეს, რომელიც აკლდამამდე ჩადიოდა. ასე ქალს, შვილთან უფრო ახლოს მისვლის საშუალება და ჭექა–ქუხილის დროს, მისი «დამშვიდების» საშუალება ჰქონდა.image



ქ. ალნვიკიში (ნორთამბერლენდის საგრაფოში, დიდი ბრიტანეთი) შხამიანი ბაღი მდებარეობს, რომელშიც 100–მდე შხამიანი მცენარე ხარობს. ბაღი ამ ადგილზე 1750 წლიდან არსებობდა, მაგრამ II მსოფლიო ომის დროს, სრულიად გაანადგურეს. თუმცა, ნორთამბერლენდის ჰერცოგინია ჯეინ პერსიმ, 1997 წელს, მისი აღდგენა გადაწყვიტა და ეს მას, 42 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

ბაღი, მათრობელი და შხამიანი მცენარეებით, 2005 წლის თებერვალში გაიხსნა. ხოლო, მისი მიზანი — ადამიანებისთვის შხამიანი მცენარეების გაცნობა და იმის ახსნაა, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, მათთან ახლო კონტაქტს. და ბოლოს, ბაღში გიდის გარეშე, რა თქმა უნდა, არავის უშვებენ.image



1948 წ. ფლორიდელმა მამაკაცმა ხალხის დაშინება გადაწყვიტა. ის ყოველ ღამე, უზარმაზარი ტყვიის ფეხსაცმელს იცვამდა, რომელსაც 3 თითი ჰქონდა გამოკვეთილი და სანაპიროზე დადიოდა. ხალხი დარწმუნებული იყო, რომ ეს გიგანტური პინგვინის ნაკვალევი იყო. ხუმრობა 10 წლის მანძილზე, სხვადასხვა პლაჟებზე გრძელდებოდა... და სიმართლე, მხოლოდ 40 წლის შემდეგ გაირკვა.

image



ქეიმადა-გრანდი (პორტ. Ilha da Queimada Grande) ან როგორც ბრაზილიელები ეძახიან — «გველების კუნძული», ფორმის მიხედვით, მართლაც გველს წააგავს და მას ნამდვილად არ ემუქრება ტყეების გაკაფვა. «გველების კუნძული» მთლიანად, პლანეტის ყველაზე შხამიანი გველებითაა «დასახლებული». ყველაზე საშიში მათ შორის კი, გველგესლასებრთა ოჯახის წარმომადგენელი — «კუნძულის ბოტროფსის» სახეობაა. გაგრძელება >>>image


image

არხის სხვა სიახლეები:


* ნაკურთხი წყლის ეფექტი

* ვამკვიდრებთ ახალ ტერმინს – იცით რა არის კლეპტოკრატია?

* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (VI ნაწილი)



0
687
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
687
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0