ეკონომიკა ყველაზე ეკოლოგიური ქალაქი მსოფლიოში 2015, 8 აგვისტო, 15:39 ![]() ეს ქალაქი იაპონიაში ააშენეს. მისი ყველა სახლი, ყველა ნაგებობა მხოლოდ მზის ენერგიას მოიხმარს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაცვლად, ელექტრომობილები და ველოსიპედები გამოიყენება. ქ. ფუჯისავა ოფიციალურად ცოტა ხნის წინ გაიხსნა. მასში 1 000 სახლია და 3 000 მაცხოვრებელზე არის გათვლილი. ![]() ამ “ჭკვიან" ქალაქში არ არის ბენზინგასამართი სადგური, სამაგიეროდ ბევრია ელექტრო მანქანების დამტენი პუნქტები. ხოლო მათთვის, ვისაც საკუთარი მანქანა არა ჰყავს, ქირავდება ყველა სახის ელექტრომობილი და ველოსიპედი. ![]() ქალაქში მოსახლეობის უსაფრთხოება ყველანაირად დაცულია. ღამის საათებში, ელ. ენერგიის ეკონომიის მიზნით, ქუჩები მხოლოდ მაშინ ნათდება, როდესაც მასზე ვინმე მოძრაობს. ![]() პროექტის საერთო ღირებულება 500 მლნ. დოლარია. დიდი ბიუჯეტის მიუხედავად, იაპონიაში, მაინც აპირებენ ფუჯისავას მსგავსი ქალაქების მშენებლობას, რადგან ამ ქალაქს, ავტონომიური და სტაბილური განვითარების პერსპექტივა აქვს, უახლოესი 100 წლის მანძილზე. 971 5-ს მოსწონს
|