x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«სხვების გაოცება» — ინდური რკინიგზის მთავარი პრინციპი

ინდოეთი მსოფლიოში II ადგილზეა რკინიგზის ხაზის სიგრძის მიხედვით. ყველა ადამიანი ამ ქვეყანაში კომფორტულად იმგზავრებდა, მგზავრობის მსურველთა რიცხვი ძალიან დიდი რომ არ იყოს. ყოველდღიურად რკინიგზით 23 მილიონი ადამიანი სარგებლობს. და შეიძლება ითქვას, რომ მათი უმრავლესობა, ისე არ მგზავრობს, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ანუ მატარებლის შიგნით.

ინდოეთში, მატარებლით მგზავრების მსურველთა რიცხვი, ბევრად აღემატება რკინიგზის რეალურ შესაძლებლობებს. ინდოელმა მოქალაქეებმა ეს პრობლემა ადვილად მოაგვარეს: ისინი ტრანსპორტს გარედან “ეკვრებიან" და ბედნიერები არიან, თუ საერთოდ მოახერხებენ და თუნდაც ერთი თითის გამოდებენ ვაგონის გარეთა დეტალს.
მატარებელი ინდოეთში ყველაზე ტრადიციული ტრანსპორტია. ნიუ-დელისა და რაჯასტხანს შორის, დღემდე მოძრაობს ერთ-ერთი ყველაზე ძველი მატარებელი მსოფლიოში, რომელის ხაზი 1855 წელს არის გაყვანილი.


imageimage

image

დღეს ინდოეთის მოსახლეობა — 1, 2 მილიარდ კაცს აღემატება. და ყოველ მათგანს ძალიან უყვარს ტრანსპორტის ეს სახეობა.


image

image

ინდოეთის რკინიგზა — ყველაზე დიდი დამსაქმებელია ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, დღეს ამ ორგანიზაციაში 1, 5 მილიონი ადამიანი არის დასაქმებეული.


image

image

ყოველდღიურად რკინიგზის სადგურს 11 ათასი მატარებელი ტოვებს.



image

image

ინდოეთის რკინიგზის ხასების საერთო სიგრძე — 114 ათასი კილომეტრია.


image

image

ყველაზე ჩქარი მატარებლის სიჩქარე, რომელიც ნიუ-დელსა და ბხოპალს შორის მოძრაობს, 140 კმ/სთ-ს შეადგენს.


image

image

ხოლო ყველაზე ნელი მატარებლის სიჩქარე — 9 კმ/სთ-ია. ასეთ სიჩქარეზე, ადამიანი ასწრებს მატარებლიდან ჩამოხტომას და უკან დაბრუნებას.


image

image

მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მგზავრობა ინდოეთის მატარებლებზე არ რეგულირდება. მაგალითად, ყველა ვაგონს უნდა ჰქონდეს ოთხი თავისუფალი ფანჯარა, რომელიც ავარიულ გასასვლელად გამოიყენება, უბედური შემთხვევის დროს.


image

image

ყველაზე პრობლემური მარშრუტი ინდოეთში — გუვაჰატი - ტრივანდრამი არის. ამ მარშრუტზე, მატარებელმა შეიძლება 12 საათით დაიგვიანოს.


image

image

ნიუ-დელის სარკინიგზო სადგური, ყველაზე დიდი სარკინიგზო კვანძია მთელს მსოფლიოში და გინესის რეკორდების წიგნში არის შეტანილი.


image

image

ყველაზე ხანგრძლივი მგზავრობის დრო გაჩერების გარეშე, ვადოდარასა და კოტას შორის არის და ის 6, 5 საათს შეადგენს.


image

image

სამაგიეროდ, ჰოვრაჰსა და ამრიტსარ შორის, მატარებელი 115-ჯერ ჩედდება.


image

image

ინდოეთში არის სადგური, რომელსაც «ვენკატანარასიმჰარაიუვარიპეტა» ჰქვია.


image

image

და არის სადგურები უფრო მარტივი სახელებით. მაგ., სადგური «იბი», რომელიც ჯარსუგუდასთან ახლოს მდებარეობს.

0
1189
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0