x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გერმანიაში «რეალური» ფიფქიას საფლავის ქვა აღმოაჩინეს. მოლაპარაკე სარკის ისტორია

ბამბერგში (ბავარია, ზემო ფრანკონია) არისტოკრატი ქალის საფლავის ქვა იპოვეს, რომელიც XVIII საუკუნეში ცხოვრობდა. ქალის ნამდვილი სახელი ცოტასთვის თუ არის ცნობილი, მაგრამ მის შესახებ, ყველა ბავშვმა იცის, რადგან ის ფიფქია იყო!


image


მარი-სოფი ფონ ერტალი — იმით არის ცნობილი, რომ ის ფიფქიას პროტოტიპად ითვლება. მისი საფლავის ქვა კი ოჯახმა, რომელმაც აღმოაჩინა, ქალაქის სამხარეო მუზეუმს გადასცა.

როგორც აღმოჩნდა, ეკლესია, რომელშიც მარი ერტალი იყო დაკრძალული 1804 წელს დაინგრა, ხოლო მისი საფლავის ქვა, ქალაქის ერთ-ერთი ოჯახის რელიქვიებს შორის მოხვდა.


imageმუზეუმის დირექტორი ხოლგერ კემპკენსი, საფლავის ქვასთან


მუზეუმის დირექტორის განმარტებით, მარი ერტალი ძმები გრიმების კლასიკური ზღაპრის, ფიფქიას პროტოტიპია, რომელიც 1812 წელს იყო გამოქვეყნებული. მისი თქმით, «ზუსტად ცნობილი არ არის. თუმცა, ბევრი შესაბამისობა არსებობს, რომ სწორედ ეს ქალბატონი იყო მეზღაპრეების შთაგონების წყარო და ფიფქიას შესახებ ზღაპრის შექმნის მიზეზი».

მარია-სოფია ფონ ერტალი 1725 წელს დაიბადა და ქ. ბამბერგის მახლობლად მდებარე ლორ-ამ-მაინის სასახლეში გაიზარდა. მას ბავშვობიდანვე «უჩვეულოდ სათნო» გოგონად ახასიათებდნენ, რომელიც ყველა გაჭირვებულს ეხმარებოდა. როდესაც დედა გარდაეცვალა, მამა ხელმეორედ დაქორწინდა. გოგონას კი, დედინაცვალთან ურთიერთობები ვერ აეწყო...

ხოლო, როდესაც ქალს საკუთარი შვილები შეეძინა, გერი იძულებული გახდა მშობლიური სახლი მიეტოვებინა და საცხოვრებლად ქალაქში გადასულიყო. ის ბამბერგში, ერთ მარტოხელა ინგლისელ ქალბატონთან ცხოვრობდა.


image


ბამბერგი იმ დროს სამთომომპოვებელთა ქალაქად ითვლებოდა, ხოლო მაღაროებში, ძალიან ხშირად, ბავშვები, მოზარდები და ტანმორჩილი ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც მოგვიანებით, ზღაპარში ჯუჯებად იქცნენ. როგორც ამბობდნენ, მარი-სოფია ბევრ მათგანთან მეგობრობდა, მაგრამ ზღაპრული პერსონაჟისგან განსხვავებით, მშვენიერ პრინცზე არ გათხოვილა. ის ქალაქში მარტო ცხოვრობდა, სიცოცხლის ბოლო წლებში მხედველობა დაკარგა და 1796 წელს, 71 წლის ასაკში, გარდაიცვალა.

ძმებმა გრიმებმა ზღაპარი მისი გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ დაწერეს.

რაც შეეხება დამთხვევებს, მხარეთმცოდნე დოკ. კარლ ბარტელსი შემდეგ პარალელებს ავლებს ზღაპარსა და მარი-სოფიას ცხოვრებას შორის: მაგ., ფონ ერტალის მამა, ისე როგორც ეს წიგნშია მოთხრობილი, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაქორწინდა. ამასთან, მისი ოჯახი მინის ქარხანას ფლობდა და ბიზნესის საქმეებთან დაკავშირებით, მას მოგზაურობა ხშირად უწევდა.


image


სასახლის მეპატრონემ, შესაძლებელია, სწორედ ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს შეიძინა «მოლაპარაკე» სარკე და ის მეუღლეს აჩუქა. სარკის ზედა კუთხეში დღემდე შემორჩენილია ფრანგული წარწერა: «Amour Propre» (სუფთა სიყვარული). სამწუხაროდ, მისი ხმის გაგონება დღეს უკვე შეუძლებელია, რადგან დროთა განმავლობაში, მექანიზმი გაფუჭდა.

«მოლაპარაკე» სარკე, რომელიც ამჟამად ადგილობრივი მუზეუმის ექცპონატია — ლეგენდის და ისტორიის რეალური მტკიცებულებაა! ასევე ცნიბილია, რომ ხმოვანი მექანიზმი სარკეების მანუფაქტურაში იყო დამზადებული, რომელიც იმ დროს ქ. ლორაში მდებარეობდა.



imageლორ-ამ-მაინის სასახლე


«უღრანი ტყე» კი, ბარტელსის აზრით — შპესარტის (Spessart) ტყის მასივია. ხოლო, მთის ბილიკი, რომელზეც მარი–სოფია დადიოდა — მთის მწვერვალისკენ მიმავალი ბილიკი იყო, რომელსაც ამჟამად, ვიზერ შტრასეს ეძახიან. რაც შეეხება ჯუჯებს, რომლებმაც ფიფქია შეიფარეს, როგორც ზევით აღვნიშნეთ, უბრალო მაღაროელები იყვნენ.


P. S. თუმცა, ფიფქიას პროტოტიპთან დაკავშირებით, არსებობს მეორე ვერსიაც:

1994 წელს გერმანელმა ისტორიკოსმა ე. ზანდერმა (Eckhard Sander) თავისი ნაშრომი «ფიფქია: მითი თუ რეალობა?» (Schneewittchen: Märchen oder Wahrheit?) გამოაქვეყნა, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ძმები გრიმების სააღრიცხო ბარათი ნახა, რომელშიც ფიფქიას პროტოტიპზე იყო ინფორმაცია.
ნაშრომის ავტორის მტკიცებით, ფიფქიას პროტოტიპი მარგარეტ ფონ ვალდეკი (Margaretha von Waldeck) არის, რომელიც XV საუკუნეში, ქ. ბად-ვილდუნგენში (Bad Wildungen) ცხოვრობდა. გოგონას მართლაც ჰყავდა დედინაცვალი (მაგრამ, ბოროტი არა), ხოლო ხმები მისი სილამაზის შესახებ, საგრაფოს საზღვრებს სცდებოდა.


image

მარგარეტ ფონ ვალდეკი


16 წლის ასაკში მარგარეტი საცხოვრებლად ბრიუსელში (1531 წლიდან ქალაქი ესპანეთის «ნიდერ ლანდის» (ქვემო მიწები) დედაქალაქი და შუა საუკუნეების ევროპის კულტურის ერთ-ერთი ცენტრი იყო) გადავიდა, სადაც ესპანეთის მომავალი მეფე ფილიპ II გაიცნო და შეუყვარდა. სიყვარული ორმხრივი იყო, მაგრამ ესპანეთის სამეფო კარს არ აწყობდა ასეთი პარტია და ძალიან მალე, მარგარეტი გარდაიცვალა.
ზანდლერის მტკიცებით, გოგონა მოწამლეს, მაგრამ ყველაფერი ისე წარმოაჩინეს, თითქოს ის უცნობი ავადმყოფობით გარდაიცვალა.
გარდა ამისა, ჯუჯების ისტორიაც, რომლებსაც ფიფქია ტყეში შეხვდა, ასევე ფონ ვალდეკის ოჯახთან არის დაკავშირებული. მარგარეტის მამა სპილენძის რამდენიმე საბადოს მფლობელი იყო, რომლებზეც ბავშვები მუშაობდნენ. ცუდი კვების და მძიმე სამუშაო პირობების გამო, ბევრი იღუპებოდა. ხოლო გადარჩენილები, დეფორმირებული კიდურებით და წელში მოხრილები, ჯუჯებს ემსგავსებოდნენ.
რაც შეეხება შხამიან ვაშლს, ზანდერმა ამ მოვლენის ამსახველი პარალელებიც იპოვა ქ. ბად-ვილდუნგის ისტორიაში. როგორც გაირკვა, ქალაქში მოხუცი ცხოვრობდა, რომელიც მის ბაღში ხილის ქურდობაში შემჩნეულ ბავშვებს, მოწამლულ ვაშლებს აძლევდა.
ულამაზესი გრაფინიას ისტორია, საუკუნიდან საუკუნეში ლეგენდის სახით გადაეცემოდა და ახალ-ახალი დეტალებით «ივსებოდა». ხოლო 1812 წელს, ძმებმა გრიმებმა ფიფქიას ისტორია, გერმანული ხალხური ზღაპრების მოტივებზე შექმნილ, ზღაპრების კრებულში შეიტანეს.

imageimageimage* უფრო მეტი, ვიდრე ზღაპარი
* შერლოკ ჰოლმსის რეალური პროტოტიპი და ყალბი სახლ-მუზეუმი
* დისნეის 10 ზღაპარი, რომელსაც საფუძვლად ტრაგიკული ისტორია უდევს

* ზღაპრებში ნათქვამი სიბრძნე

* ამბები სიკეთეზე, წყენაზე და თითოეული ჩვენგანის დანიშნულებაზე

2
889
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
889
  
2020, 13 აგვისტო, 9:16
ძალიან საინტერესო იყო
0 1 2