x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ზღაპრებში ნათქვამი სიბრძნე

ჩვენ შევეჩვიეთ აზრს, რომ ზღაპრები მხოლოდ ბავშვების გასართობად მოგონილი ისტორიები არის... თუმცა, ზოგიერთ მათგანში, ღრმა ფილოსოფიური აზრები და დახვეწილი იუმორია ჩადებული. ქვემოთ მოყვანილი ციტატებიც ამაზე მეტყველებს.
ამ ციტატების წაკითხვის შემდეგ, ბევრს გაუჩნდება სურვილი, ხელახლა გადაიკითხოს ბავშვობაში წაკითხული “პატარების" წიგნები, გახალისდეს და ის აღმოაჩინოს, რაც ბავშვობაში, მცირე ასაკის გამო, ვერ გააცნობიერა.

ფრენკ ბაუმი “ოზის საოცარი ჯადოქარი"
image– როგორ ლაპარაკობ, თუ ტვინი არა გაქვს? – ჰკითხა დოროტიმ.
– არ ვიცი. მაგრამ, ბევრს, ვისაც ტვინი არა აქვს, ძალიან უყვარს ლაპარაკი, – უპასუხა საფრთხობელამ.

ასტრიდ ლინდგრენი „პეპი გრძელიწინდა“

image– სისულელეა, – წამოიძახა პეპიმ, – როდესაც გული ცხელია და ძლიერ ძგერს, გაყინვა შეუძლებელია.

***
– დღეს ხომ დაბადების დღე არა გვაქვს, – თქვეს ბავშვებმა.
პეპიმ გაკვირვებულმა შეხედა მათ და თქვა:
– მაგრამ მე მაქვს დაბადების დღე. ნუთუ მე არ შემიძლია საკუთარ თავს იმით მივანიჭო სიამოვნება, რომ საჩუქრები მოგცეთ? იქნებ, თქვენს სახელმძღვანელოებში წერია, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება?...

ტუვე იანსონი “ყველაფერი მუმი-ტროლებზე"
imageდასჯა – ერთადერთი მეთოდი არ არის, რომ აიძულო ვინმე, კარგად მოიქცეს.

***
– თუ ვინმემ არ იცის, რას ნიშნავს "პენსიაზე გასვლა", შემიძლია განვმარტო: სიჩუმეში და მშვიდ გარემოში აკეთებ იმას, რაც გინდა, მაგრამ ამისთვის საკმარისად მოხუცი უნდა იყო.

ასტრიდ ლინდგრენი “კარლსონი, რომელიც სახურავზე ცხოვრობს"

image– არა, არა, მე ამას არ შევჭამ – ეს რა არის: ერთი ღვეზელი და რვა სანთელი. უკეთესი იქნებოდა –რვა ღვეზელი… და ერთი სანთელი, აბა, რას იტყვი?
– დამიჯერე, კარლსონ, ბედნიერება ღვეზელში არ არის…

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი “პატარა პრინცი"

imageთქვენ სამუდამოდ პასუხისმგებელი ხართ იმათზე, ვინც მიიჩვით.
***
მახვილი მზერა მხოლოდ გულსა აქვს. ყველაზე მთავარს თვალით ვერ დაინახავთ.
***
სიტყვები მხოლოდ ხელს გვიშლის ერთმანეთის გაგებაში.
***
შენ, შენს მოქმედებებში ცხოვრობ, და არა სხეულში.

პამელა ტრავერსი “მერი პოპენსი"

imageდედოფალი ძალიან სერიოზული მიზეზის გამო იყო ბედნიერი – იმიტომ რომ, ბედნიერი იყო მეფე.

ლუის კეროლი “ალისა საოცრებათა ქვეყანაში"

imageიცი, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დანაკარგი ბრძოლაში – თავის დაკარგვაა.

ალექსანდრე ვოლკოვი “ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი"
image– მე, – ჯიუტად თქვა საფრთხობელამ, – ტვინი მირჩევნია: როდესაც ტვინი არა გაქვს, გული არაფერში გჭირდება.
– მე კი, გული მჭირდება! – შეეწინააღმდეგა რკინის ხის მჭრელი. – ტვინი ადამიანს ბედნიერს ვერ გახდის, ხოლო ბედნიერება – საუკეთესოა, რაც კი დედამიწაზე არსებობს.


ნატალი სიზონენკო "როგორც მელა მელას"
image– მელაკუდა, – უთხრა ერთმ მელამ მეორეს, – დაიმახსოვრე, თუ შეიძლება, თუ ცუდად იქნები, მოიწყენ, შეგეშინდება, ან თუ დაიღლები – შენ მხოლოდ თათი გამომიწოდე. და მე, ჩემს თათს გამოგიწვდი, სადაც არ უნდა იყო, თუნდაც თუ იქ – სხვა ვარსკვლავები იქნება ან ყველა თავდაყირა ივლის. იმიტომ, რომ ერთი პატარა მელას წუხილი, გაყოფილი ორ მელაზე, – საშიში არ არის. ხოლო როდესაც შენი თათი, სხვა თათს უჭირავს – რა მნიშვნელობა აქვს, რა ხდება ირგვლივ?



0
1546
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1546
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0