სიახლეები კორონავირუსმა ცოლ-ქმარი მილიარდერები გახადა 2022, 19 თებერვალი, 13:29
კორონავირუსული პანდემია, რომელიც აგერ უკვე ორი წელია მოედო მთელს მსოფლიოს, გარდა იმისა, რომ მილიონობით ადამიანი შეიწირა, აზარალა ყველა სახელმწიფო და უამრავი ადამიანი, როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად;ამ ფონზე, სულ ერთეული ადამიანების ჩამოთვლა არის შესაძლებელი, რომლებმაც პანდემიის დროს მოახერხეს ზარალის გარეშე ბიზნესის შენარჩუნება და უფრო იშვიათი არიან ისინი, ვინც გამდიდრდნენ.სწორედ ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე გვექნება საუბარი.
წყვილი, რომელიც პანდემიის დაწებამდე 1 მილიონ ფუნტ მოგებას ნახულობდა წელიწადში, ამჟამად უზომოდ გამდიდრდა.თან ცოლ-ქმარი ამტკიცებს, რომ სპეცკულაციას ადგილი არა აქვს. ყოფილი ექთანმა და მისი ქმარმა, რომლებიც უკვე 1, 85 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს აწარმობენ, კარიბის ზღვის აუზში იყიდეს ზღაპრული ვილა ზღვის პირას, რაშიც 30 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. მანამდე სარა და რიჩარდ სტაუტმა (მთავარ ფოტოზე)იყიდეს აგარაკი საცხენეთი სამხრეთ ინგლისში 6 მილიონ ფუნტად და იახტა. ფოტოზე: სტაუტების ვილა კარიბის ზღვის პირას წყვილი, რომლის ფირმასაც პანდემიამდე წელიწადში მილიონ ფუნტზე ნაკლები მოგება ჰქონდა, ამტკიცებს, რომ ისინი არ არიან Covid- სპეკულანტები და ამით არ სარგებლობენ. ისინი აცხადებენ, რომ უბრალოდ სწორად ჩამოყალიბებულ ბიზნესს ეფექტურად მართავენ და გამოიყენეს თავიანთი ცოდნა პირბადეების, ხელთათმანების და სხვა სამედიცინო დამცავი აღჭურვილობის გიგანტური შეკვეთების უზრუნველსაყოფად, იქადე, სანამ კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში მოხვდებოდა. პანდემიამდე ერთი წლით ადრე, 51 წლის სტაუტმა და მისმა მეუღლემ, 48 წლის სარამ, ერთობლივად ჩადეს 300, 000 ფუნტი დივიდენდები მათი 20 წლიანი კომპანია Full Support Healthcare-დან. ფოტოზე: სარა სტაუტი საკუთარ ფირმაში ახლა ისინი ბევრად უფრო დიდი ბენეფიციარები არიან NHS-ისთვის(ბრიტანეთის ნაციონალური ჯანდაცვის სამსახური) დანახარჯების პერსონალურ დამცავ აღჭურვილობაზე. მხოლოდ 2020 წელს, ფირმამ, რომელიც მხოლოდ 26 თანამშრომელს ითვლის, საკუთარ თავზე აიღო 15 მილიარდი ფუნტის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების წარმოება NHS-ისთვის, რაც ორჯერ მეტია მომდევნო უახლოეს ბენეფიციარზე, რომელიც გაცილებით დიდი კომპანიაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მათი მხრიდან რაიმე არაკანონიერი ქმედების ნიშნები არ არსებობს, Full Support Healthcare-ის მიმართ კითხვებია მიწოდების ხარისხთან დაკავშირებით, მათ, სავარაუდოდ, ათობით მილიონი ჩიაჯიბეს გადასახადის გადამხდელებისგან - და ახლა არც თუ უხალისოდ ხარჯავენ მას. 1363 4-ს მოსწონს
|