x
image
ქეთეონე
ოკუპირებული დონეცკიდან ევაკუაცია
image

დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა დენის პუშილინმა დღეიდან მოსახლეობის მასშტაბური ცენტრალიზებული ევაკუაცია გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის მიმართულებით.

მისი თქმით, გაუარესებული საომარი მდგომარეობისა და უკრაინის გეგმების გამო, რომელიც დონბასში "შეჭრას აპირებს, " 18 თებერვლიდან აორგანიზებს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას. მოსახლეობას, პირველ რიგში კი ბავშვებსა და ქალებს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაიყვანენ.

უკრაინაშიც და დასავლეთშიც ამბობენ, რომ კრემლი ახლა პროვოკაციების გზით, ცდილობს უკრაინაში მასშტაბური შეჭრის საბაბი შექმნას. დღეს, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აგრესორი რუსეთი იმ სცენარის გამოყენებას აპირებს, რაც 2008-ში, საქართველოში.



image

პესკოვის მტკიცებით, არ იცის, იყო თუ არა შეთანხმებული რუსეთთან, ოკუპირებული დონეცკიდან ევაკუაცია-

კრემლში ამტკიცებენ, რომ არაფერი იცოდნენ ოკუპირებულ დონეცკში გამოცხადებულ ევაკუაციასთან დაკავშირებით. რუსულ მედიასთან საუბარში პრესსპიკერი პესკოვი აცხადებს, რომ არაფერი იცის პუშილინის ბრძანების შესახებ და არ პასუხობს შეკითხვას, მიიღებს თუ არა რუსეთი დონეცკის მცხოვრებლებს -„არ ვიცი, ვის დაუკავშირდნენ, არ მაქვს ინფორმაცია“, - ამბობს პესკოვი რუსულ მედიასთან.

​შეგახსენებთ, სეპარატისტების ლიდერმა ოკუპირებული დონეცკიდან რუსეთის მიმართულებით მასობრივი და ორგანიზებული ევაკუაცია გამოაცხადა. ქალაქში ისმის სირენების ხმაც. ბანკომატებთან კი მოსახლეობის რიგები დგას.

0
87
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0