x
image
ქეთეონე
"მოსკოვმა საქართველოს არასასურველი პირების სია გადასცა" - თბილისში კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი არ შემოუშვეს
image

კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს - ამჯერად თბილისიდან ანდრეი დავიდოვი გააბრუნეს. მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება “საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ" სოციალურ ქსელში გაავრცელა.

დავიდოვი მომხდარს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, რადგან ამბობს, რომ მას არანაირი კანონი არ დაურღვევია.

ოპოზიციონერის ვარაუდით, საქართველოს რუსეთმა მისთვის არასასურველი მოქალაქეების სია გადასცა, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთის უფლება არ უნდა მისცენ.


"ეს არის ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვვარაუდობ, რომ მოსკოვმა წარადგინა კონკრეტული მოქალაქეების სიები, რომელთა საქართველოში ყოფნასაც არასასურველად თვლის და მათ მიღებას, არამეგობრულად", - წერს ოპოზიციონერი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველოში ასევე არ შემოუშვეს რუსი ოპოზიციონერები დიმიტრი გუდკოვი და ეგორ ეფრემოვი.

1
393
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
393
  
2022, 18 თებერვალი, 11:42
სამწუხაროა....
0 1 1