x
image
ქეთეონე
დაშავდა 2 უკრაინელი სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი....

image

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 34-ჯერ დაარღვია - დაშავდა 2 უკრაინელი სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი.

უკრაინის ერთობლივი ძალების ოპერაციების ცენტრის ინფორმაციით, ჯამში, დღეს 14 საათის მდგომარეობით, რუსული საოკუპაციო ჯარის მხრიდან, დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 34 დარღვევის ფაქტი, აქედან 28 - მინსკის შეთანხმებით აკრძალული.

დაშავდა 2 უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.


წინასწარი ინფორმაციით, ასევე დაშავებულია ორი სამოქალაქო პირი.

უწყების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგეს მხოლოდ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

უკრაინის ერთობლივი ძალების ოპერაციების ცენტრის განცხადებით რუსული მხარე აქტიურად იყენებს პროპაგანდის მეთოდებს იმისთვის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მშვიდობიანი მოსახლეობის

უნდა აღინიშნოს, რომ მოწინააღმდეგე აგრძელებს საინფორმაციო ომის ჩატარების პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებას და ავრცელებენ დეზინფორმაციას რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აპირებენ ბალისტიკური რაკეტებით დონბასის დაბომბვასა და ტერაქტების მოწყობას.

გარდა ამისა, ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ამ ყველაფრის ბრძანება გასცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ხოლო თავად ის და მისი მთავრობა კიევიდან ლვოვში გადავიდა.

შეგახსენებთ, ლუგანსკში დღეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საბავშვო ბაღი დაბომბეს. ბოლო ცნობებით, შემთხვევის დროს იქ ბავშვებიც იმყოფებოდნენ აღმზრდელებთან ერთად.

გაერთიანებული ძალების სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფარში გადაიყვანეს.

1
286
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
286
  
2022, 18 თებერვალი, 2:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1