საზოგადოება სალმა ჰაიეკი 2022, 17 თებერვალი, 14:01
მსოფლიოში უამრავი გზა არსებობს იმისათვის, რომ ადამიანმა ჯანსაღი და ახალგაზრდა სხეულის შენარჩუნება შეძლოს, ესენია: იოგა, მედიტაცია, ჯანსაღი კვება, დიეტა და მრავალი სხვა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიდი ძალისხმევის გარეშე ინარჩუნებენ ბევრისთვის საოცნებო ფორმებს და მათ საიდუმლოდ უბრალოდ ბევრი წყლის მიღებას ან ჯანსაღ კვებას ასახელებენ
3 წლის ასაკში სალმა ჰაიეკმა როლი მიიღო მექსიკურ ტელენოველაში „ტერეზა“ (1989). ამ სერიალის ხარჯზე მოიპოვა ეროვნული ვარსკვლავის სტატუსი. მოგვიანებით, 1994 წელს ითამაშა მექსიკურ ფილმში „ხეივნის საოცრება“. ამ როლისთვის მიენიჭა მექსიკის კინოპრემია „არიელის ჯილდო“. ამერიკის შეერთებულ შტატებში სალმა ჰაიეკი როგორც ემიგრანტი გამოჩნდა. 1991 წელს დასახლდა ლოს-ანჟელესში, სადაც შეუდგა სამსახიობო ხელობის შესწავლას სტელა ადლერთან. 1995 წელს რობერტ როდრიგესმა სალმა ჰაიეკი მიიწვია გადაღებებზე ფილმში „სასოწარკვეთილი“, სადაც მისი პარტნიორი გახდა ანტონიო ბანდერასი. ამ ფილმის შემდეგ სალმა ასე თუ ისე ცნობილი ხდება ჰოლივუდის წრეებში და შესაბამისად ყურადღება მიიპყრო კინოსტუდიების მხრიდან. 1996 წელს მცირე როლი მიიღო ფილმში „მზის ჩასვლიდან განთიადამდე“, სადაც თამაში მოუწია კვენტინ ტარანტინოსთან და ჯორჯ კლუნისთან. 1997 წელს ჰაიეკმა მეტიუ პერისთან ერთად მთავარი როლი შეასრულა რომანტიკულ კომედიაში „აჩქარებით ქვეყანა არავის აუშენებია“. 1999 წელს ვილ სმიტთან ერთად მოუწია თამაში დიდბიუჯეტიან ფილმში „ველური, ველური დასავლეთი“, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ფილმში „დოგმა“. 2000 წლისათვის სალმა ჰაიეკმა დააარსა საპროდიუსერო კომპანია „ვენტანაროსა“, სადაც შეუდგა ფილმებისა და სატელევიზიო პროექტების წარმოებას. ამ მოღვაწეობაში მისი პირველი გამოცდა იყო ფილმი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“, რომელიც წარდგენილი იყო ოსკარის პრემიაზე, როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი. 2002 წელს გამოვიდა ცნობილი ფილმი „ფრიდა“, სადაც მან მთავარი როლი შეასრულა და ასევე ფილმს პროდიუსირებაც გაუწია. ამ როლისთვის სალმა ჰაიეკი ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე, როგოროც საუკეთესო მსახიობი. ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და მასში გაშუქებულია მექსიკელი ფერმწერის ფრიდა კალოს ცხოვრება-მოღვაწეობა. ფილმში ერთბაშად ცნობილმა მსახიობებმა მოიყარეს თავი: ალფრედ მოლინა, ჯეფრი რაში, ეშლი ჯადი, ანტონიო ბანდერასი, ედვარდ ნორტონი და სხვ. 2005 წლის დეკემბერში ჰაიეკმა გადაიღო მუსიკალური კლიპი მომღერალ პრინსისთვის, სახელწოდებით „Te Amo Corazon“, („I love you, sweetheart“). 2006 წლის სექტემბერში იგი იყო ტელესერიალ „უშნო ბეტი“-ს საშემსრულებლო პროდიუსერი, რომლის ტრანსლირება მთელ მსოფლიოში წარმოებდა 2006-2010 წლებში. 219 1-ს მოსწონს
|