x
image
ქეთეონე
"მოგეთხოვებათ პასუხი ჩემი დისკრედიტაციისთვის..." - ვის მიმართავს ნიკოლოზ ბასილაშვილი
image

"TV პირველი" ტელევიზიის ჟურნალისტისა და ნიკა ბასილაშვილის საუბრის "სქრინებს" ავრცელებს.


როგორც ტელევიზიის საიტი იუწყება, გარიგებულ მატჩთან დაკავშირებით, ინფორმაციის გადასამოწმებლად "პირველების" ჟურნალისტი კავშირზე ნიკოლოზ ბასილაშვილთან გავიდა, თუმცა ნომერ პირველმა ჩოგანმა "ტვ პირველი" მისი დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.


"რომელი TV პირველი? სამარცხვინო ტელევიზია რომ არის? შეკვეთილ სტატიებზე რომ მუშაობს? თქვენ ხომ უკვე დადეთ ეგ სტატია? ვიცი, რომ თქვენ ძალიან გინდათ ჩემი დისკვალიფიკაცია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება. თქვენ კიდევ ძალიან მალე მოგეთხოვებათ პასუხი ჩემი დისკრედიტაციისთვის.


ყველაფერს თავისი დრო აქვს... თქვენს უფროსს გადაეცით დიდი მადლობა ასეთი მოტივაციისთვის! ჰოდა, ახლა შეკერეთ კარგად, რომ დისკრედიტირებული ეთერი გამიკეთოთ... თქვენ ახლაც და მომავალშიც ირონიული ტონისა და ლაპარაკის მეტს ვერაფერს მოისმენთ", - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.


1
167
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
167
  
2022, 16 თებერვალი, 20:24
ამასაც გვართმევენ
0 1 1