x
image
თუთიკო ბერძენა
ბევრი იბრძოლა კოვიდის დასამარცხებლად , მაგრამ...
image

მსოფლიო პანდემიამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის საქართველოში.

ამჯერად კოვიდით ქართველი პოლიტიკოსი, ინჟინერი და ეკონომისტი თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა, ჩვენი „ბუნებით დეპუტატი“, რომელსაც ბოლო დღეებში ერი ძალიან გულშმატკივრობდა

თამაზ მეჭიაური დაიბადა 1954 წელს, თიანეთის რაიონის სოფელ ჟებოტაში.

დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი.


1995–1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი).

1999–2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (თიანეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია“.

2012–2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.

2016 წელს უთანხმოების გამო დატოვა ქართული ოცნება. და დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“, რომლის თავმჯდომარეცაა დღემდე. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად.

2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგა. კენჭს იყრიდა № 11 სამაჟორიატურო ოლქში, სადაც 2613 ხმა (5, 15%) მიიღო.

თამაზ მეჭიაური ბოლო რამდენიმე კვირა ებრძოდა კორონა ვირუსს.

0
131
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0