x
image
თუთიკო ბერძენა
Mediator image
სალომე სამადაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას: შეურაცხმყოფელია ხალხისთვის ოდიოზური სადღეგრძელოების მოსმენა ამ დარბაზიდან

image
„ 26 მაისს 30 წელია აღვნიშნავთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენას, მაგრამ რანაირ სახელმწიფოში ვხვდებით ამ დღეს?“, -კითხვით მიმართა პარლამენტს ოპოზიციის წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა. მისი თქმით, შეურაცხმყოფელია მოქალაქეებისთვის პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ოდიოზური სადღეგრძელოების“ მოსმენა, როცა დეპუტატებმა არ იციან, რა პრობლემებია ხალხის წინაშე. მისი თქმით, ორი საქართველო არსებობს - ერთი პარლამენტის დარბაზში და მეორე - მის გარეთ.
„საქართველო, რომელიც არის ჭიათურაში, ბორჯომში, საქართველო, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის, ის მოქალაქეები, რომლებიც ჩამოვიდნენ თბილისში, რადგან ვერ გაიგეს პასუხი კითხვაზე, რომელიც ჰესის მშენებლობას უკავშირდება. თქვენი პრემიერ-მინისტრი დასცინის და ბნელებს ეძახის მათ, ნაცვლად იმისა, რომ პასუხი გასცეს მათ შეკითხვებს. თქვენგან ითხოვს პასუხს ეს ხალხი. რას აკეთებთ აქ და რისთვის გიხდით ხელფასს ხალხი?“- მიმართა სალომე სამადაშვილმა სახელისუფლებო გუნდს.


0
92
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0