საქართველო ქართველი პრინცესა ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელი - ზოგჯერ ბავშვობის ოცნებები თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდზე სრულდება 2021, 12 აპრილი, 21:27 ქრისტინე და იოანე ბაგრატიონ-მუხრანელი 6 წლის წინ დაქორწინდნენ. წელს მათ ვაჟიშვილი - ბაგრატი შეეძინათ, რამაც კიდევ უფრო საინტერესო გახადა მათი ცხოვრება. ქრისტინე ძიძიგური ქუთაისში დაიბადა. იგი ბებოს ზღაორებზე გაზრდილი გოგონა იყო, და სავარაუდოდ, თეთრ რაშზე ამხედრებულ პრონცზე ბავშვობიდან ოცნებობდა. ოცნებობდა და უახდა კიდეც, თუმცა მარტო ოცნება არაფერს ნიშნავს, ქრისტინე იყო საუკეთესო მოსწავლე, რომელიც ბებოსთან და ძმასთან ერთად ხელჩაკიდებული სკოლიდან მუსიკაზე, მუსიკიდან ცეკვაზე, ცეკვიდან მხატვრულ კითხვაზე დადიოდა. ქრისტინე ძალიან კარგი შვილი და არაჩვეულებრივი შვილიშვილია და კიდევ უფრო კარგი მეუღლე, რომელიც ნამდვილად იმსახურებს სამეფო ოჯახს თავისი განათლებით, აღზრდით, წესიერებით, გარეგნობით და უბრალოდ, კარგი ადამიანობით. პრინცესა ქრისტინე 31 წლისაა. მან წლების წინ ვიცე მის საქართველოს ტიტული მოიპოვა. იგი გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი როგორც მის ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ქრისტინეს შესწავლილი აქვს ფრანგული კულტურა სორბონას სასწავლებელში და თბილისში მიღებული აქვს აკადენიური ხარისხი სოციოლოგიაში. ესპანურმა გამომცემლობა “Vanitatis” პრინც ბაგრატის დაბადებამდე წერდა: "ქრისტინე, ყოფილი მისი, რომელიც სამყაროს მოუვლენს ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ს ახალ შთამომავალს. მისი მეუღლე, პრინცი იოანე არის პრინცესა მარია დე ლას მერსედეს დე ბავარია ი ბორბონის შვილიშვილი, რომელიც იყო მეფე ალფონსო XII-ის შვილიშვილი და ესპანეთის ინფანტა... პრინცი არის საქართველოს სამეფო ოჯახის ბაგრატიონთა შტოს მუხრანის ოჯახის წევრი. პრინცი იოანე, 43, არის პრინც ბაგრატ დე ბაგრატიონ ბავარიისა და ბორბონის ვაჟი, რომელიც პრინცი ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანის და პრინცესა მარია დე ლას მერსედეს დე ბავარია ი ბორბონის ვაჟი გახლდათ, მისი დედა მარია კი იყო მეფე ალფონსო XII-ის შვილიშვილი და ესპანეთის ინფანტა. შესაბამისად, პრინცი იოანე არის ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ის შვილთაშვილის შვილი. პრინც იოანეს ასევე ნათესაური კავშირი აქვს ბავარიის სამეფო ოჯახთან და არის ქართველი მეფეების შთამომავალი, რომელთაც საქართველოში იმეფეს მე-19 საუკუნემდე. შემდგომში, ბაგრატიონთა ოჯახი ინტეგრირდა რუსეთის დიდგვაროვანთა სისტემაში მონარქიის გაუქმებამდე. პრინცი იოანესა და პრინცესა ქრისტინეს სიყვარულის ისტორია 2014 წლიდან იწყება. მათი თქმით ეს ნამდვილი გადაკვეთა იყო, სიყვარული პირველივე მომენტიდან. მათ იმავე წელს ჰქონდათ სამოქალაქო ქორწინება ესპანეთში, იმ ჩანაფიქრით, რომ რელიგიურ ქორწინებას მალევე იზეიმებდნენ, თუმცა ეს ყველაფერი ნელდებოდა იოანეს მამის პრინცი ბაგრატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ, მათ გამოაცხადეს სამგლოვიარო ერთი წელი, რის შემდეგაც მათი რელიგიური ქორწინება საბოლოოდ შედგა 2018 წელს". 147 10-ს მოსწონს
|