x
image
თუთიკო ბერძენა
ხინკალი და ხრუშჩოვი: რატომ აიკრძალა საქართველოში თეთრი პურისფქვილის შემოტანა
image

გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში სტუმრად ჩამოვიდა მაშინდელი საბჭოთა კავშირის ცეკას გენერალური მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი. მოგეხსენებათ, რა როგორ სძულდა ქართველები ხრუშჩოვს. ჰოდა, ჩასაფრებულივით ეძებდა სარის მიზეზებს.

როდესაც სუფრაზე ხინკალი მიუტანეს, კუჭებიანად დაიწყო ჭამა. აუხსნეს, რომ კუჭის შეჭმა არ იყო სასურველი.
გაგიჟებულა ხრიშჩოვი, აბა, რას უშვებით ამდენ ხინკლის კუჭსო. ვასილ მჟავანაძემ -საქართველოს ცეკას იმჟამინდელმა პირველმა მდივნმა გულწრფელად უპასუხა, ნაგავში ვყრითო.

ნაგავში არა, მაგრამ ღორების გამოსაკვებად კი მიჰქონდათ სოფლებში.

ამაზე ხომ საერთოდ გადაირია. მაშინვე გვერდით მდგომ თანაშემწეს კონფიდენციალური დავალება მისცა.

რამდენიმე ხანში თანაშემწეს ხრუშჩოვს მიუტანა ეკონომიკური გაანგარიშების შედეგი.

აღმოჩნდა, რომ 5-მილიონიან საქართველოში ყოველწლიურად იჭმებოდა 250 მილიონი ცალი ხინკალი. ნაგავში გადაყრილი ხინკლის კუჭების საერთო წონა 1 მილიონ კილოგრამს აღემატებოდა.


აღშფოთდა ხრუშჩოვი, საქართველო ყოველწლიურად ათას ტონაზე მეტ პირველხარისხოვან ხორბალს ნაგავში ყრის. მალე ამან შდეგი გამოიღო და საქართველოს თითქმის მთლიანად შეუწყვიტეს თეთრი ფქვილის ცენტრალიზებული მიწოდება.

არადა ხინკალი მხოლოდ საჭმელი არ არის, იგი ქართული კულტურის ნაწილია და განსხვავდება დანარჩენი მისი "მონათესავე" რუსული პელმენისა და თათრული მანტისაგან.

როგორც მოგეხსენებათ, ძველი აღთქმის ხანაში ჩვენი წინაპრები პატივს მიაგებდნენ მზის ღვთაებას, ქალღმერთ ბარბალეს (ბარბოლი). სიტყვა «ბორბალი» პირდაპირ უკავშირდება მზის ღვთაების სახელს.

კვირის დღეთაგან მზის დღედ ითვლებოდა კვირა, რომელსაც ძველქართულად ერქვა "მზისა" . ზამთრის მზის ბუნიობის დღეს - თანამედროვე კალენდრით 21 დეკემბერს, იმართებოდა ქალღმერთ ბარბალესადმი მიძღვნილი დიდი დღესასწაული ბარბალობა თავისი რიტუალური ლოცვებით, გალობით, ჰიმნებითა და ფერხულით.

ბარბალეს უძღვნიდნენ რიტუალურ შესაწირავს: რძის ფაფას, ხაჭაპურს და ხინკალს.

3
897
7-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
897
  
2021, 30 აპრილი, 7:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თუთიკო ბერძენა-ის კომენტარზე
2021, 29 აპრილი, 20:05
რაღაც ისეთი მასკულისტური სტატია დავდე, მოლოდინის ღეჟიმში ვარ, რომ ვინმე რადიკალი ფემინისტი ქალბატონი აუცილებლად დამესხმება თავს, მაგრამ თქვენი იმედი მაქვს, რადგან ერთხელ დამპირდით ამას, რომ სამართლიანობის მხარეს დაიჭერდით
2021, 29 აპრილი, 17:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3