საქართველო "სწორია "ნაცმოძრაობის" რებრენდინგი იმ მიმართულებით, რომ აქცენტი დაისვა გაუსვრელ პოლიტიკოსებზე" - იაგო კაჭკაჭიშვილი 2021, 5 დეკემბერი, 21:39 ჩემი ზოგიერთი მოსაზრება ოპოზიციის მომავალზე:
2016 წლის შემდეგ, „არანაცური“ ოპოზიციის ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგია იყო ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობით მიღებული უარყოფითი ეფექტის განეიტრალება, მასთან თანამშრომლობის გზით (პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ასეა). ის, რაც დღეს საქართველოს პოლიტიკაში ხდება, თითოული მოქალაქის ცხოვრების დონეზე აისახება, ამას ემატება პანდემიით გამოწვეული პრობლემები, რომელიც სხვა ქვეყნებში აღარ დგას მწვავედ, საქართველოში კი თითოქს აწყობთ "ვიღაცებს" იყოს ამდენი ინფიცირებული, ამდენი გარდაცვლილი, რადგან სოლიდური თანხა თეთრდება პანდემიით, მდიდრები მდიდრდებიან და საშუალო ფეა ღატაკდება. მოსახლეობა "გადაპარსა" პანდემიამ პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით. მედიკამენტებზე არაადეკვატურად გაბერილი ფასები ისევ მოსახლეობის ჯიბეს აწვება. კოვიდარეულობა პირდაპირ მისწრება იყო არჩევნების დროსაც, რადგან ყველა კოვიდ ინფიცირებული უცებ ოცნებისტი აღმოჩნდა ისე, რომ ყუთი არც კი მიუტანიათ. ახლაც, როცა სააკაშვილის საკითხი დგას, კოვიდარეულობა მშვენიერია, რატომაც არა? ხალხის მთელი რესურსი და ენერგია გადასროლილია ვირუსთან გამკლავებაზე და რა თქმა უნდა ყოფით პრობლემებზე. ასე ვთქვათ, ხალხი დაკავდა საკუთარი, პერსონალური, ოჯახური პრობლემებით და სააკაშვილის "ამბები" მხოლოდ ფბ მიტინგებზე რჩება, ქუჩაში მესამე პრეზიდენტის დასაცავად ვეღარავინ გამოდის. მოკლედ, პანდემია ძალიან კარგი იარაღი და ინსტრუმენტი შეიქნა იმისთვის, რომ უნიათობა მას დაბრალდეს და იმისთვისაც, რომ ხეისუფლება ხელისუფალმა შეინარჩუნოს. თუმცა ასეთ დროს, როცა კოვიდი გახრჩობს, ისევ ფბ-ზე თუ წაიკითხავ გონიერი ადამიანების მოსაზრებებს. კი, კომპიუტერულ ყუთში შეყრილი საზოგადოება სწორედ სოც ქსელებში იცლის მუხტს, გადმოღვრის დაგროვილ აგრესიას და არა ქუჩაში. გლობალურადაც და ლოკალურადაც მშვენიერი სამართავია ბრბო სოციალური ქსელებით. გარეთ კი ცხოვრებ მიდის არსაითკენ. არსაითკენ კი არა, მეტი ფრუსტრირებისკენ, მეტი დეპრესიისკენ, მეტი სიღატაკისკენ, მეტი ინფიცირებისკენ, ერის განადგურებისკენ, არის კვდომისკენ, ქვეყნის გაპარტახებისკენ და ა.შ. რ ე გ რ ე ს ი თ ! ზალიან საინტერესოა ასეთ დროს ამავე სოც ქსელებში ჩამსხდარი გონიერი ადამიანების (დიახ, ჩვენ - ხალხი ჰომო საპიენსები აღარ ვართ, ჩვენ ვიქეცით სამართავ ბრბოდ, ხორცის ერთ მთლიან კონგლომერატად, რომელიც ფიქრობს, "საკუთარი ეზოს იქით ქვა ქვაზე დადუღებულა" . იმ თითო-ოროლა გონიერ ადამიანს, რომელიც კიდევ შემორჩა, მიეკუთვნება სოციოლოგი, პროფესორი, საქართველოში სოციოლოგიის მამა იაგო კაჭკაჭიშვილი - ადამიანი, რომელმაც არაერთი ახალგაზრდა საუკეთესო ფსიქოლოგად და სოციოლოგად აქცია. ასეთი ადამიანების მოსაზრებები ხალხს აღარ აინტერესებს, რადგან ეპოქამ და მეცნიერუ-ტექნიკურმა პროგრესმა მოიტანა ერთი საშინელი თვისება - პოსტმოდერტისტული "მე"- ს თვისება, როცა ადამიანი ამბობს და ფიქრობს : "მე ყველაზე მართალი ვარ", "ჩემი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია" და მისთანებს. ესც იმ ეპოქალური პროცესების შედეგია, რომელიც გვინდა-არგვინდა, პოსტმოდერნიზმმა მოიტანა და აღარ არსებობს ორიგინალური აზრი. არსებობს ასლის ასლი, ყურმოკრულის ასლი, ყურმოკრულიდან აზრი - ადამიანი თვითონ გახდა სიმულაკრი ( ასლი ორიგინალის გარეშე) - ასლის ასლი. სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი კი, რომლის სიტყვასაც სიმულაკრებზე გაცილებით მეტი ფასი აქვს, სოციალურ ქსელში წერს: "...ანუ, "ნაციონალური მოძრაობის" გავლენა იყო მოცემულობა, ხოლო სხვა - პატარა - პარტიებს მოსაღონიერებლად დროითი და სხვა რესურსები არ გააჩნდათ, ისინი ცაიტნოტში აღმოჩდნენ და "ნაცებთან" თანამშრომლობა იმ იმედით დაიწყეს, რომ "ნაცმოძრაობის" იმიჯსაც გააკეთილშობილებდნენ და თავადაც მიიღებდნენ პოლიტიკურ დივიდენდებს. ბოლო წლებში ამ სტრატეგიას თავად "ნაციონალური მოძრაობაც" დაეთანხმა. გამოიღო თუ არა შედეგი ასეთმა მცდელობამ? - დიახ, გამოიღო და ყველაზე მეტად ეს ადგილობრივ არჩევნებზე გამოჩნდა: ოპოზიციამ (კოალიციურმა ოპოზიციამ ნაცმოძრაობასთან თანამშრომლობით) თითქმის თანაბარი კონკურენცია გაუწია ხელისუფლებას პოლიტიკურ ცენტრებში. რა თქმაა უნდა, ამ პროცესს ხელი შეუწყო მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ, შემდეგ - მისმა დაპატიმრებამ და შიმშილობამ. ვფიქრობ, რომ "არანაცური" პოლიტიკური ოპოზიციის სტრატეგიამ - "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, მაგრამ რაღაცნაირად მის გარეშე - საკუთარი მაქსიმუმი გააკეთა და თავი ამოწურა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დარჩეს თავისი "წმინდა" ამომრჩევლის ამარა (რომელიც მას, დარწმუნებული ვარ, არ მოაკლდება). სწორია "ნაცმოძრაობის" რებრენდინგი იმ მიმართულებით, რომ აქცენტი დაისვა გაუსვრელ პოლიტიკოსებზე - დღევანდელი ლიდერები, ზოგიერთის გამოკლებით, არ არიან წარსული ცოდვებით დამძიმებულნი, ხოლო სააკაშვილი ციხეშია და მისი "ბუად" წარმოჩენა აღარ გამოვა. რაც შეეხება "არანაცურ" ოპოზიციას, მან უნდა მოძებნოს ერთმანეთთან დაახლოების გზები, საერთო ღირებულებებისა და ხედვების საფუძველზე. ვგულისხმობ არა ერთ პარტიად გადაქცევას, არამედ საერთო პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობას. ეს გამოიწვევს ოპოზიციური ამომრჩევლის კიდევ უფრო მეტად მობილიზებას, ვიდრე ეს ახლა მოხდა. და ზემოხსენებულ სცენარში არ მგონია, რევოლუცია ჯდებოდეს". 153 1-ს არ მოსწონს
|