x
image
თუთიკო ბერძენა
საქართველოში 2023 წელს თითქმის ყოველ კვირას ერთ ქალს ან კლავდნენ ან ფიზიკურად უსწორდებოდნენ
„2023 წელს ქალის 24 მკვლელობისა და 27 მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა. მინდა მწუხარება გამოვთქვა მიმდინარე წლის მაისის თვეში 4 ქალის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. ძალადობის შემზარავი ფაქტები არა მხოლოდ გვართმევს შვილებს, დედებსა და დებს, არამედ ძირს უთხრის უსაფრთხოებისა და თანასწორობის უფლებებს, რომელთა დაცვა ყველა ჩვენგანის მიზანია.


თუ ამ ორ რიცხვს დავაჯამებთ, ვნახავთ, რომ საქართველოში 2023 წელს თითქმის ყოველ კვირას ერთ ქალს ან კლავდნენ ან ფიზიკურად უსწორდებოდნენ, რაც, ვფიქრობ, ძალიან საყურადღებოა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს“, - ეს სახალხო დამცველმა თქვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

image


სახალხო დამცველის თქმით, სიღარიბე კვლავ რჩება ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად და ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.



„ სოციალურ შემწეობაზე 2023 წელს 676 641 შეადგენდა, რაც დღემდე პროგრამის მოქმედების პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

image

რაც შეეხება ბავშვთა სიღარიბეს, მისი ინფორმაციით, სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ბავშვთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 5, 2 %-ით გაიზარდა. ასევე მაღალია ხანდაზმულთა შორის სოციალურად დაუცველტა და სირარიბის ზრვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი.

0
64
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
64