x
image
თუთიკო ბერძენა
ლევან ხაბეიშვილი სახელისუფლებო გუნდს: "დაკავებული ხართ უკრაინის ხელისუფლების გაშავებით"
image


„სახელისუფლებო გუნდი ბრაზობთ და დარბაზში ხელების ბრახუნით გამოხატავთ, როცა გეუბნებით, რომ არ იქცევით სწორად. ომი რამდენიმე დღის დაწყებული იყო და ღარიბაშვილმა თქვა, რომ მას თავისი საქმე აქვს, პარლამენტს თავისი, ომი კი უკრაინაში მიმდინარეობს. ფაქტორივად თქვა, „ფეხებზე მკიდია“, რომ უკრაინაში ომიაო. ეთანხმებით ამ განცხადებას?“ მიმართა სახელისუფლებო გუნდს ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.


მისი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ ცა ჩაუკეტა უკრაინას და ჩარტერი არ მიიღო, რაც არ იყო სწორი და მეგობრული ნაბიჯი.



„სოფლის მეურნეობის მინისტრი იმ ფონზე, როცა სამშობიაროებს ბომბავენ, უკრაინელ ბავშვებს რაკეტებს უმიზნებენ, მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ, გამოვიდა და თქვა, რომ ეს თურმე ჩვენი რძისთვის და ყველისთვის არის ეონომიკური შესაძლებლობა. ამის შემდეგ მიპასუხეთ, ეს განცხადება სწორია და ანტისახელმწიფოებრიი არ არის? სანქციებთან დაკავშირებით გაქვთ მკაფიო პოზიცია, რომ სანქციებს არ შეუერთდებით.ასეთ დროს, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო სანქციებს უერთდება და მეტიც, უკრაინელ წარმომადგენლობას გუშინ ტაშს რომ უკრავდით და უკრაინული პირბადეები გიკეთიათ, გუშინ პარლამენტში ბრიფინგზე მისმა წარმომადგენელმა თქვა, რომ სანქციები არის ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინისთვის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.




მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდის პროპაგანდისტული მანქანა 24 საათის განმავლობაში ლანძღავს პრეზიდენტ ზელენსკის, არახამიას.



„დაკავებული ხართ უკრაინის ხელისუფლების გაშავებით. გამოვიდა კობახიძე და გააკეთა განცხადება, რომ თურმე ეთნიკურ რუსებს ქართველები უქმნიან საფრთხეს. უკაცრავად, მაგრამ პუტინი რას აკეთებს, როცა უკრაინას რაკეტებს უშენს და ოკუპაციას ახორციელებს? ამბობს, რომ თითქოს იქ ეთნიკურ რუსებს ემუქრება საფრთხე და მათ პრობლემას უქმნიან უკრაინელები და ამასობაში მთავრობის წარმომადგენელი განცხადებას აკეტებს, რომ თურმე ჩვენ, ქართველები თავს ვესხმით ეთნიკურად რუსებს და სასწრაფოდ კანონებია გასამკაცრებელი. ეს სწორი და ადეკვატურია? ან მეორე ქვეყანა მითხარით მსოფლიოში, სადაც ხელისუფლება მისი მოქალაქეების ნახევარს აბრალებს ომს, “- მიმართა სახელისუფლებო გუნდს ლევან ხაბეიშვილმა, მისი თქმით, კახი კალაძემ 170 მლნ ლარიანი ხელშეკრულება დაუდო რუსულ კომპანიას, რომელიც შემდეგ რუსულ ჯავშან-ტექნიკას მოხმარდება.


„30 დეკემბერს გაფრთხილებდით ჯერ კიდევ, რომ სახელმწიფო კომპანია იყო. 590 მილიონია თქვენი ხელისუფლების პირობებში ანუ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტია, რომელიც სახელმწიფო ტენდერებიდან წაიღო რუსულმა კომპანიებმა. ესეც ტყუილია? და არც ეს არის ოფიციალური სტატისტიკა? რუსულ კომპანიას 240 მნ ლარის გადახდა რომ უწევს ბიუჯეტში კალაძისვე ხელმოწერით, “- ჰკითხა სახელისუფლებო გუნდს ლევან ხაბეიშვილმა.

3
46
1-ს არ მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
46
  
14 იანვარი, 19:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 16 მარტი, 3:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 16 მარტი, 3:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3