საზოგადოება სოფია ალექსანდერა რიჩი 2022, 14 თებერვალი, 16:09 სოფია ალექსანდერა რიჩი — ამერიკელი მოდელი და მოდის დიზაინერი.
მიღებული აქვს მონაწილეობა ისეთი ბრენდების ჩვენებებში როგორებიცაა : „Tommy Hilfiger“, „Michael Kors“ და „Miminipi“.
სოფია გახლავთ ამერიკელი მომღერალი ლიონელ რიჩის უმცროსი ქალიშილი.
ამერიკელი მოდელი, სოფია რიჩი ქართველი დიზაინერის, თაკო მექვაბიძის სამოსით გამოჩნდა. სოფიამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მას Tako Mekvabidze გაზაფხული-ზაფხული 2020 წლის კოლექციიდან პერანგი აცვია. სამოსი ნაზ, პასტელურ ფერებშია გადაწყვეტილი. აღსანიშნავია, რომ თაკო მექვაბიძემ კოლექცია ლოს-ანჯელესის მოდის კვირეულზე ექსკლუზიურად წარადგინა. დიზაინერის PR-ზე TATA PR AGENCY მუშაობს, რომელიც ლოს-ანჯელესში თათა ქართველიშვილმა დააფუძნა და ის აქტიურად თანამშრომლობს ნიჭიერ ქართველ დიზაინერებთან. სწორედ სააგენტოს მუშაობის შედეგია ის, რომ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ქენდალ ჯენერი, ჰეილი ბიბერი, ჯოი ქინგი, ქეთი ფერი, ალესანდრა ამბროსიო და სხვები, ხშირად ვხედავთ ქართველი დიზაინერების სამოსსა და აქსესუარებში. 173 3-ს მოსწონს
|