x
image
ქეთეონე
"სულ ნაკერები აქვს, სახე აქვს საკმაოდ დალურჯებული" - რა გახდა აგვისტოს ომის მონაწილე სამხედროს გარდაცვალების მიზეზი
image
ამ დრომდე უცნობია, რა ვითარებაში გარდაიცვალა 45 წლის სამხედრო შალვა ტაბატაძე.

ერთ-ერთ ვერსიის მიხედვით, შესაძლოა ოფიცერი ავტოავარიას ემსხვერპლა. თუმცა სადაც მიცვალებული იპოვეს, ამ ტერიტორიაზე სამანქანო გზა არ არის, ამიტომაც უცნაურია, როგორ მოხვდა ოფიცერი ამ ადგილას ან რანაირად შეიძლება ის ავტოავარიის მსხვერპლი ყოფილიყო ოჯახი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა. მათ არ სჯერათ, რომ სამხედროს გარდაცვალების მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევაა.

გარდაცვლილს სხეულზე უამრავი დაზიანება აღენიშნება. ოჯახის წევრები იხსენებენ, რა ვითარებაში დატოვა შალვა ტაბატაძემ სახლი.

"სახლში მეგობრები ჰყავდა, სუფრაზე იყვნენ და მერე დაიშალნენ. გაეპარათ ღამე გვიან, 11:00 საათზე და ამათ ეგონათ, რომ დაიძინა. ამბობენ, რომ დარტყმის დროს კარები გაიღო და გადმოვარდა. უკნიდან დაეჯახა ვიღაცის მანქანა, როგორც ვიცი. ის მანქანა გაჩერდა და პატრულში დარეკა. ფაქტია, რომ სულ ნაკერები აქვს. სახე აქვს საკმაოდ დალურჯებული", - ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი.


შეიარაღებული ძალების ოფიცერი სოფელ ორთაშენში, ავტომაგისტრალის ხიდის ქვეშ გუშინ იპოვეს. გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

0
89
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0