x
image
ქეთეონე
დაკარგული ამერიკელი ტურისტი იპოვეს
image

მე-3 დღეა თბილისში შეერთებული შტატების მოქალაქეს, ალექს ლოიჯის ეძებენ. ის ახლობლებთან ბოლოს კონტაქტზე 6 თებერვალს გავიდა. კაცი თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატოვა. ამის შემდეგ ამერიკელის კვალი იკარგება.

მეგობრები ამბობენ, რომ რამდენიმე დღეა მის ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნასაც ვერ ახერხებენ.

"ალექსი საქართველოში სამი თვის წინ ჩამოვიდა როგორც ტურისტი და ძალიან მოეწონა აქაურობა, დაახლოებით 5 დღის წინ ის გაუჩინარდა და თავის ახლობლებთან კონტაქტზე არ გამოსულა. თავიდან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ვუგზავნიდით და პასუხს არ გვცემდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში კი ეს შეტყობინებები მის ტელეფონამდე ვერ აღწევს. ბოლოს მასთან პირდაპირი კონტაქტი 6 თებერვალს გვქონდა და ახლა ძალიან ვნერვიულობთ", - ამბობს მეგობარი.


სასტუმროში ამბობენ, რომ ამერიკელი სტუმარი მათთან 3 თებერვალს დაბინავდა და 7 თებერვლამდე ცხოვრობდა. ის ძირითადად ნომერში იმყოფებოდა, არ ჰქონია სასტუმროს სხვა მცხოვრებლებთან, ან გარე პირებთან კონტაქტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით დეტალებს არკვევს.

ახლობლების ინფორმაციით, დაკარგული ამერიკელი ტურისტი დღეს ცოცხალი იპოვეს. თუმცა სად და რა ვითარებაში იპოვეს ალექს ლოიჯი, ან სად იყო ის სამი დღის განმავლობაში, უცნობია.

ინფორმაციას ადასტურებს შსს-ც.


0
226
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0